
3 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2341 - ტენდერი სათამაშო ინვენტარზე
ტენდერის აღწერილობა:
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა თბილისში ბაგების ტერიტორიაზე სკოლის კამპუსს აშენებს.
მშენებლობის დამკვეთი ეძებს დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებიც მზად არიან ქვემოთ მითითებული სამუშაოები შეასრულონ და კონკურსში მიიღონ მონაწილეობა.
- მშენებლობის მიზანი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისთვის და მასთან არსებული ბაღისთვის ახალი შენობის აშენება.
- მშენებლობის დამკვეთი: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი.
- მიწის ნაკვეთი: 8.298 კვ.მ, წყნეთის გზატკეცილი, საკადასტრო კოდი: 01.14.06.007.067
- შენობით მოსარგებლე: თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა.
- მშენებლობის დასაწყისი: 2017 წლის აპრილის დასაწყისი/აპრილის შუა რიცხვები.
- შენობის დასრულების ვადა: სათამაშო ინვენტარის დამონტაჟება უნდა დასრულდეს 2017 წლის 15 ივლისამდე.
სამუშაოს აღწერა: სათამაშო ინვენტარის მიწოდება, აწყობა და დამონტაჟება სკოლის კამპუსის ეზოში.
შესასრულებელი სამუშაო:
სათამაშო ინვენტარის მიწოდება, აწყობა და დამონტაჟება საერთაშორისო ნორმების დაცვით
გადახდის ფორმა:
- წინასწარი გადახდის გარეშე
- ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაო აღიწერება და ჩაბარდება, ამის შემდეგ ქვითრის გაცემიდან 30 დღეში მოხდება თანხის გადახდა. პირველი გადახდა მოხდება მინიმუმ 2 თვეში.
ტენდერში მონაწილოებისთვის აუცილებელი მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 მსგავსი დასრულებული პროექტი - მსგავსი სიდიდის და იმავე დროში, ან უფრო დიდი და უფრო მოკლე დროში.
- მინიმუმ 5 წელი სამუშაო გამოცდილება.
- ევროპული/საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მუშაობის გამოცდილება.
- საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
დაინტერესებულ ფირმებს მოთხოვნის საფუძველზე გავუგზავნით შემდეგ დოკუმენტაციას.
- გეგმები
- შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა
- ხელშეკრულების ნიმუში
ამისათვის მიმართეთ: გიორგი ხუბულური, verwaltung@deutscheschule.ge
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ ყველა დოკუმენტაცია დეტალურად შეისწავლოთ და თქვენი შემოთავაზება დახურულ კონვერტში ორშაბათის ჩათვლით - 2017 წლის 3 აპრილი (18:00 სთ-მდე), შემდეგ მისამართზე მოგვაწოდოთ:
- თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა
- ბატონი გიორგი ხუბულური
- ლვოვის ქ. 56
- 0160 თბილისი/საქართველო
წარწერით: „კონფიდენციალური ტენდერი-შემოთავაზება– გთხოვთ არ გახსნათ“
წარმოსადგენი დოკუმენტაციის სია:
- ფირმის პრეზენტაცია.
- რეკომენდაციების სია მშენებლობის დამკვეთის საკონტაქტო ტელეფონის ნომრებითა და რეკომენდაციებით.
- ფირმის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
- წლური ბრუნვის დეკლარაცია.
- დასტური ფინანსთა სამინისტროდან, რომ კომპანიას არ აქვს საგადასახო დავალიანება.
- ხარჯთაღრიცხვები (ამობეჭდილი, შევსებული და ხელმოწერილი).
- ხარჯთაღრიცხვები (ელექტრონული სახით Excel-ის ფორმატში CD დისკზე).
გთხოვთ თქვენი შემოთავაზება კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ელექტრონული ფოსტით არ გამოაგზავნოთ!
ტენდერის მიმდინარეობისას შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ:
ანდრე ნიკიშ
ჯი ეი ნიკიშ, გერმანული არქიტექტურა & დიზაინი
თამარაშვილის ქ. 13, კორპუსი 7, ბინა 1
თბილისი, საქართველო
ტელეფონი: 595596354
ელ.ფოსტა.: a.niekisch@ganiekisch.ge
დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.
ტენდერის კატეგორია:
- 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები