
7 აპრილი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2365 - ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ტერაბანკი“ აცხადებს ღია ტენდერს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე.
თანდართულ ფაილებში იხილეთ:
- სატენდერო განაცხადი;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე;
- პროექტი და ხარჯთაღრიცხა;
ტენდერის ფარგლებში შეირჩევა საუკეთესო ფასის, ხარისხის და ვადის წარმომდგენი ერთი კვალიფიციული კომპანია.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
- შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წელი. (საბანკო სფეროში განხორციელებული სამუშაოები და გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
აუცილებელი მოთხოვნა:
- მომწოდებელთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
- შევსებული ხარჯთაღრიცხვა (იხ. თანდართული ფაილები)., როგორც ნაბეჭდი ასევე ელექტრონული სახით (Excel) (CD-ზე ან მეხსიერების ბარათზე)
- სარეკომენდაციო წერილები, ბოლო 6 თვის გაცემული (მინ. 3 სარეკომენდაციო წერილი) გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ორიგინალი წერილები.
- წერილი, მოკლე აღწერილობით მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოებაზე (დამკვეთის და საკონტაქტო პირების მითითებით);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა ბანკიდან ბრუნვების შესახებ (მინიმუმ ბოლო 3 თვის, შესაძლებელია კომპაქტ დისკის ან მეხსიერების ბარათის საშუალებით მოწოდება);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ.
- შეთანხმება კონფედენციალურობაზე, შევსებული (იხ. დანართი);
სატენდერო წინადადებით გათვალისწინებული ნებისმიერი სახის დოკუმენტის ან ინფორმაციის მოუწოდებლობის შემთხვევაში, შემოთავაზება არ იქნება განხილული და შესაბამისად პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს სს „ტერაბანკის“ კანცელარიაში დალუქული კონვერტით. მისამართი: თბილისი 0103, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ.#3 .
გთხოვთ კონვერტზე მიუთითეთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება;
- იურიდიული და ფაქტიური მისამართი;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი);
- ტენდერის დასახელება (ტენდერი სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებაზე);
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 7 აპრილი (18:00 სთ.)
ობიექტების დათვალიერების და ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდით:
- გიორგი ანჯაფარიძე - 595787807 - არქიტექტორი;
- ანდრო ტატიშვილი - 591409717 - შესყიდვების სამსახური.
ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში, საორგანიზაციო და პროცესუალურ საკითხებზე მოიწერეთ შემდეგ მეილზე- andro.tatishvili@terabank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება