
ჩაბარების ვადა:
15 მაისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2515 - ტენდერი მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საძირკვლის მოწყობაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს “ნეოგაზი” აცხადებს ტენდერს მომსახურების: მშენებარე ავტო გაზგასამართი სადგურისთვის საძირკვლის მოწყობის თაობაზე 08/05-NEO-S/FB-17
მომსახურების აღწერა:
- სამუშაოების ჩატარების ადგილმდებარეობა: ზესტაფონის რაიონის სოფ. არგვეთა;
- სამუშაოების ჩატარების ხანგრძლივობა: 19.05.2017-08.06.2016;
- დართულ ფაილებში გთხოვთ იხილით სამუშაოების სავარაუდო მოცულობა და ნახაზები;
- სამუშაოები შესრულდება შემსრულებლის მასალით, გარდა: ფაილში (ზესტაფონის აგგს-საძირკველი) ჩ.დ.-1 ნახაზზე დატანილი დეტალისა.
შპს „ნეოგაზი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სამუშაოების ღირებულება წარმოდგენილი დეტალური ხარჯთაღრიცხვის გზით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ, მათ შორის მოღვაწეობის პერიოდი და არეალი, შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი პერიოდისა და კონტრაგენტის მითითებით;
- ინფორმაცია სამუშაოების განხორციელების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22
- სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხებისთვის განსახილველად: თეიმურაზ ჩიჩუა. საკონტაქტო ნომერი: 591 93 10 10 ან/და ოთარ გოცირიძე: 595 46 48 08.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები