ჩაბარების ვადა:

19 აგვისტო 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27574 - ტენდერი ტვირთის დაზღვევაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ალტა"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 აგვისტო 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 აგვისტო 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „ალტა“ აცხადებს ტვირთის დაზღვევის ტენდერს:

ლოტი ტვირთის დაზღვევა წლიური ლიმიტი $ ანაზღაურების ლიმიტი თითოეულ გადაზიდვაზე გადაზიდვის ტიპი გადაზიდვის მარშრუტი
1 შიდა გადაზიდვა 100,000,000 1,000,000 სახმელეთო საქართველო (გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა)
2 საერთაშორისო გადაზიდვა 15,000,000 1,000,000 შერეული - სახმელეთო; საზღვაო; საჰაერო მთელი მსოფლიო, უკრაინა (გარდა გაეროს მიერ სანქცირებული ქვეყნებისა)


აღნიშნული ტენდერები ცხადდება 202
5 - 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან: 2025 წლის 16 სექტემბრიდან.

წინადადების წარდგენისათვის გთხოვთ შეავსოთ დანართი #1 - ში მოცემული ინფორმაცია. 

მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:

  • ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • · კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალს, საკონტაქტო პირების მითითებით;
  • · მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული);
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

სატენდერო პროცედურები და ვადები:

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
  • შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 აგვისტო, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტაt.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11

ტენდერის კატეგორია:

  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები
შეკითხვები