ჩაბარების ვადა:

20 თებერვალი 2026, 16:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29585 - ტენდერი სამედიცინო სპეც.ტანსაცმლის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სინევო საქართველო
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 20 თებერვალი 2026 დრო 16:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი შპსსინევო საქართველო აცხადებს ტენდერსსამედიცინო სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე.

შესყიდვის საგნის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნები წარმოდგენილიათანდართულ ფაილში (დანართი №1) და წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს.

ფასებისა და მიწოდების პირობები:

  • მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის გადასახადს (მათშორის, დღგ- არსებობის შემთხვევაში) და საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდების სრულხარჯებს;
  • საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთისსაფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვისვადით.
  • საქონლის მიწოდების ადგილი: . თბილისი, წინანდლის . №9.
  • მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდანარაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
  • მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთის დანართი №1-ით განსაზღვრულიტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად სრულად დაკომპლექტებული დახარისხობრივად შესაბამისი საქონლის მიწოდება. 

სატენდერო წინადადების შემადგენლობა:

ტენდერში მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრიდან;
  • ინფორმაცია ანალოგიური შესყიდვების გამოცდილებისა და პარტნიორების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • ანგარიშსწორების პირობები (კონსიგნაციის პერიოდი);
  • ფასების წინადადება დანართი №1-ის შესაბამისად.
  • ნაჭრის მასალის ნიმუშები (ქსოვილი უნდა იყოს ელასტიური, წელვადი) 

შეფასების კრიტერიუმები:

სატენდერო წინადადებების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შესაბამისობა (დანართი №1);
  • შემოთავაზებული ფასი;
  • მიწოდების ვადების და პირობების შესაბამისობა;
  • მონაწილე კომპანიის გამოცდილება ანალოგიურ შესყიდვებში.

უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომლის წინადადება იქნება ტექნიკურად შესაბამისი დაეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამოწინადადება.

სატენდერო წინადადების წარდგენის წესი:

სატენდერო წინადადების ამობეჭდილი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ვერსიისწარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 თებერვალი, 16:00 საათი
მისამართზე: . თბილისი, წინანდლის . №9.

სატენდერო წინადადების ელექტრონული ვერსია უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზე:
r.giorgadze@synevo.ge
 

კონვერტის გაფორმების მოთხოვნები

სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებულიიქნება:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი);
  • ტენდერის დასახელებასამედიცინო სპეცტანსაცმლის შესყიდვის ტენდერი;

ტენდერის კატეგორია:

  • 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
შეკითხვები