20 თებერვალი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT29585 - ტენდერი სამედიცინო სპეც.ტანსაცმლის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სინევო საქართველო
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 თებერვალი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი შპს „სინევო საქართველო“ აცხადებს ტენდერსსამედიცინო სპეცტანსაცმლის შესყიდვაზე.
შესყიდვის საგნის დეტალური ტექნიკური მახასიათებლები და მოთხოვნები წარმოდგენილიათანდართულ ფაილში (დანართი №1) და წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს.
ფასებისა და მიწოდების პირობები:
- მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის გადასახადს (მათშორის, დღგ-ს არსებობის შემთხვევაში) და საქონლის შემსყიდველისთვის მიწოდების სრულხარჯებს;
- საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის წინასწარი შეკვეთისსაფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 (თორმეტი) თვისვადით.
- საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9.
- მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის ელექტრონული მოთხოვნის მიღებიდანარაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
- მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეკვეთის დანართი №1-ით განსაზღვრულიტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად სრულად დაკომპლექტებული დახარისხობრივად შესაბამისი საქონლის მიწოდება.
სატენდერო წინადადების შემადგენლობა:
ტენდერში მონაწილე ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრიდან;
- ინფორმაცია ანალოგიური შესყიდვების გამოცდილებისა და პარტნიორების შესახებ;
- საკონტაქტო პირის მონაცემები (სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა);
- ანგარიშსწორების პირობები (კონსიგნაციის პერიოდი);
- ფასების წინადადება დანართი №1-ის შესაბამისად.
- ნაჭრის მასალის ნიმუშები (ქსოვილი უნდა იყოს ელასტიური, წელვადი)
შეფასების კრიტერიუმები:
სატენდერო წინადადებების შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შესაბამისობა (დანართი №1);
- შემოთავაზებული ფასი;
- მიწოდების ვადების და პირობების შესაბამისობა;
- მონაწილე კომპანიის გამოცდილება ანალოგიურ შესყიდვებში.
უპირატესობა მიენიჭება იმ მონაწილეს, რომლის წინადადება იქნება ტექნიკურად შესაბამისი დაეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელი.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას არ განიხილოს ტექნიკურ სპეციფიკაციასთან შეუსაბამოწინადადება.
სატენდერო წინადადების წარდგენის წესი:
სატენდერო წინადადების ამობეჭდილი და უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი ვერსიისწარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 თებერვალი, 16:00 საათი
მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9.
სატენდერო წინადადების ელექტრონული ვერსია უნდა გამოიგზავნოს ელ.ფოსტაზე:
r.giorgadze@synevo.ge
კონვერტის გაფორმების მოთხოვნები
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებულიიქნება:
- კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, მისამართი);
- ტენდერის დასახელება – „სამედიცინო სპეცტანსაცმლის შესყიდვის ტენდერი“;
ტენდერის კატეგორია:
- 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები