ჩაბარების ვადა:

5 მარტი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29792 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: მპ დეველოპმენტი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 თებერვალი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 მარტი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 13 თებერვალი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

დეველოპერული კომპანია, შპს „მპ დეველოპმენტი“ აცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს დასუფთავების მომსახურების ფასმოკვლევაზე

მომსახურების/საქონლის აღწერა:

ფასმოკვლევა ცხადდება კომპანიის მფლობელობაში არსებული 10 (ათი) სავაჭრო მოლის დასუფთავების მომსახურებაზე. დასუფთავების არეალს წარმოადგენს საერთო მოხმარების/ზოგადი სივრცეები, გარე ტერიტორია და შენობების საერთო სივრცეებში არსებული ვიტრაჟები და სხვა ფასადის ნაწილები. მოლები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოლების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ინდივიდუალური დეტალები მოცემულია დანართ N1-ში, ამასთანავე ტენდერს ერთვის მოლების ფოტოსურათები.

სავალდებულოა პრეტენდეტმა წინადადების წარმოდგენამდე მოახდინოს მოლებში ადგილზე ვიზიტი.

სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • სრულყოფილად შევსებული ფასების ცხრილი დანართი N2
  • კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და რეკვიზიტები
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
  • საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი
  • შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:
  • ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
  • დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
  • ფასმოკვლევაში მითითებული სპეციფიკაციებიდან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი
  • შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია

სატენდერო პირობები:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 თვის ვადით;
  • შეთანხმებული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
  • ანგარიშსწორების პირობა: უნაღდო, თვეში ერთხელ

აუცილებელი მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი განფასება - დანართი N2
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.

ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 მარტი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

გიორგი მაჭარაშვილი
+995 591364444
G.macharashvili@biograpi.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები