5 მარტი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29792 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: მპ დეველოპმენტი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 13 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 მარტი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
დეველოპერული კომპანია, შპს „მპ დეველოპმენტი“ აცხადებს კონსოლიდირებულ ტენდერს დასუფთავების მომსახურების ფასმოკვლევაზე
მომსახურების/საქონლის აღწერა:
ფასმოკვლევა ცხადდება კომპანიის მფლობელობაში არსებული 10 (ათი) სავაჭრო მოლის დასუფთავების მომსახურებაზე. დასუფთავების არეალს წარმოადგენს საერთო მოხმარების/ზოგადი სივრცეები, გარე ტერიტორია და შენობების საერთო სივრცეებში არსებული ვიტრაჟები და სხვა ფასადის ნაწილები. მოლები მდებარეობს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოლების შესახებ ინფორმაცია და მომსახურების ინდივიდუალური დეტალები მოცემულია დანართ N1-ში, ამასთანავე ტენდერს ერთვის მოლების ფოტოსურათები.
სავალდებულოა პრეტენდეტმა წინადადების წარმოდგენამდე მოახდინოს მოლებში ადგილზე ვიზიტი.
სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- სრულყოფილად შევსებული ფასების ცხრილი დანართი N2
- კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და რეკვიზიტები
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ მოკლე ინფორმაცია (გამოცდილება, კლიენტების ჩამონათვალი)
- საქართველოს რეზიდენტი ორი კომპანიის სარეკომენდაციო წერილი
- შემოთავაზებების მიღებისა და ტენდერის პროცესი:
- ტენდერის პროცესი იმართება ონლაინ პლატფორმაზე Tenders.ge, სადაც ტენდერის დასრულების ვადამდე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი
- დამაზუსტებელი კითხვების არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტი უნდა დაუკავშირდეს ამავე დოკუმენტში მითითებულ საკონტაქტო პირს
- ფასმოკვლევაში მითითებული სპეციფიკაციებიდან განსხვავებული შემოთავაზების წარმოდგენის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ფაილში გააკეთოს შესაბამისი ჩანაწერი
- შემოთავაზების წარმოდგენის შემდეგ, მოთხოვნის შემთხევაში უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია
სატენდერო პირობები:
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება 12 თვის ვადით;
- შეთანხმებული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე;
- ანგარიშსწორების პირობა: უნაღდო, თვეში ერთხელ
აუცილებელი მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი განფასება - დანართი N2
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო დოკუმენტაციის ჩამონათვალი
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- წინადადებაში მითითებული ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, ყველა გადასახადისა და გადასახდელის გათვალისწინებით.
ხელშეკრულება დაიდება პრეტენდენტთან საუკეთესო ფასის და შემოთავაზებული წინადადების სატენდერო დოკუმენტაციის პირობებთან შესაბამისობის გათვალისწინებით.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 მარტი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
გიორგი მაჭარაშვილი
+995 591364444
G.macharashvili@biograpi.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება