ჩაბარების ვადა:

6 აპრილი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30229 - აუქციონი მცირეფორმატიან ბეჭდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 10'000.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 24 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 აპრილი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 მარტი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მცირეფორმატიანი ბეჭდვის შესახებ.

ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:

  • ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით. 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.

ტენდერში მონაწილეობის პირობები

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  • ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. 

მოთხოვნები:

  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს   შემოთავაზებული ფასების ცხრილი და მასთან ერთად შესრულების ვადები (სამუშაო დღე) (დანართი 1);
  • შემოთავაზებული ძირითადი წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია და გაითვალისწინოს აღნიშნული კრიტერიუმები:

  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • სარეკომენდაციო წერილები ( სიდიდით TOP 3 დამკვეთისგან)
  • პროდუქციის მიწოდება: შეკვეთების მიწოდებას უზრუნველჰყოფს კონტრაქტორი, ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე.
  • მიწოდების ვადა: დანართ N1-ში მოცემული ვადების შესაბამისად.
  • არასტანდარტული პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც ზუსტი დასახელებით და სპეციფიკაციით არ არის დანართ N1-ში არსებულ ნუსხაში, მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ბანკს წინასწარ შეთანხმებული ფასით და ვადაში.
  • ნიმუშების წარდგენა: ხელშეკრულების ფარგლებში ნიმუშების საჭიროება ხშირია, რაც მოხდება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და კონტრაქტორის ხარჯებით.
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 წლიანიგამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტიარ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
  • ანკი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი. ასევე გამარჯვებულად გამოაცხადოს ერთზე მეტი პრეტედენტი.
  • გამარჯვებულთან, ან/და გამარჯვებულებთან გაფორმდება 1+1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება.
  • აუქციონის შედეგად დაკლებული თანხა პროპორციულად გადანაწილდება სრულ სიაზე.
  • შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 70% ; გამოცდილება 20%;  ხარისხი 10%

ტენდერში განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2026 წლის 6 აპრილი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 10 000 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 6 აპრილს, 17:00 საათზე.

საკონტაქტო პირი:

თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235

ტენდერის კატეგორია:

  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები