ჩაბარების ვადა:
6 აპრილი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30229 - აუქციონი მცირეფორმატიან ბეჭდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 10'000.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 24 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 აპრილი 2026 დრო 17:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 მარტი 2026 დრო: 08:00
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს მცირეფორმატიანი ბეჭდვის შესახებ.
ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- ცხრილში ფასები უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში - ლარი; * შემოთავაზებული სატენდერო წინადადების ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით.
მოთხოვნები:
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი და მასთან ერთად შესრულების ვადები (სამუშაო დღე) (დანართი 1);
- შემოთავაზებული ძირითადი წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია და გაითვალისწინოს აღნიშნული კრიტერიუმები:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო წერილები ( სიდიდით TOP 3 დამკვეთისგან)
- პროდუქციის მიწოდება: შეკვეთების მიწოდებას უზრუნველჰყოფს კონტრაქტორი, ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე.
- მიწოდების ვადა: დანართ N1-ში მოცემული ვადების შესაბამისად.
- არასტანდარტული პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა მოხდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც ზუსტი დასახელებით და სპეციფიკაციით არ არის დანართ N1-ში არსებულ ნუსხაში, მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ბანკს წინასწარ შეთანხმებული ფასით და ვადაში.
- ნიმუშების წარდგენა: ხელშეკრულების ფარგლებში ნიმუშების საჭიროება ხშირია, რაც მოხდება წინასწარ განსაზღვრულ ვადებში და კონტრაქტორის ხარჯებით.
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 5 წლიანიგამოცდილება შესაბამის სფეროში;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტიარ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს ტენდერის გახსნიდან სულ მცირე 90 დღის განმავლობაში.
- ბანკი უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს გააუქმოს ან გადაავადოს ტენდერი. ასევე გამარჯვებულად გამოაცხადოს ერთზე მეტი პრეტედენტი.
- გამარჯვებულთან, ან/და გამარჯვებულებთან გაფორმდება 1+1 წლიანი გენერალური ხელშეკრულება.
- აუქციონის შედეგად დაკლებული თანხა პროპორციულად გადანაწილდება სრულ სიაზე.
- შეფასების კრიტერიუმები: გამარჯვებული კომპანია შეირჩევა შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ფასი 70% ; გამოცდილება 20%; ხარისხი 10%
ტენდერში განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 6 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 10 000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 6 აპრილს, 17:00 საათზე.
საკონტაქტო პირი:
თეონა ფიცხელაური
tpitskhelauri@bog.ge
577 524235
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები