ჩაბარების ვადა:

16 აპრილი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30390 - ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან ბაზალტი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 16 აპრილი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.

მომსახურების აღწერილობა:

  • შემდეგი ცხრა (9) თვის (აპრილი-დეკემბერი) მანძილზე შპს ჯორჯიან ბაზალტის კუთვნილი საწარმოდან (თეთრი წყაროს რაიონი სოფელი დურნუკი) ბაზალტის ღორღის 5-25 ფრაქცია (კუთრი წონა 1.25) ტრანსპორტირება შემდეგი მიმართულებით:
  • სოფელი დურნუკი - რუსთავი, ჰაიდელბერგის ცემენტის ქარხანა (ქართული ცემენტი)
  • სავარაუდო გადასაზიდი რაოდენობა 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით 15 000-20 000 ტონა
  • ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ დამტვირთველის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • კომერციული წინადადება;
  • ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ინფორმაცია ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით (საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის);
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);

შენიშვნა: გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ; 

შენიშვნა: ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის აპრილიდან 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით. გადახდა მოხდება თვეში ერთხელ 15-დან 20 რიცხვამდე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

წინადადების წარდგენის წესი:

შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა. კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება და ნომერი - „ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე #02-03/04/26-TR“.
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელ.).
  • ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87

დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ:
საკონტაქტო პირები:

გიორგი გიორგაძე - 599 203 777.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი 15:00 საათი

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
შეკითხვები