16 აპრილი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარეT30390 - ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან ბაზალტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 16 აპრილი 2026 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან ბაზალტი“ აცხადებს ტენდერს მომსახურეობის შესყიდვაზე, კერძოდ პროდუქციის ტრანსპორტირებაზე.
მომსახურების აღწერილობა:
- შემდეგი ცხრა (9) თვის (აპრილი-დეკემბერი) მანძილზე შპს ჯორჯიან ბაზალტის კუთვნილი საწარმოდან (თეთრი წყაროს რაიონი სოფელი დურნუკი) ბაზალტის ღორღის 5-25 ფრაქცია (კუთრი წონა 1.25) ტრანსპორტირება შემდეგი მიმართულებით:
- სოფელი დურნუკი - რუსთავი, ჰაიდელბერგის ცემენტის ქარხანა (ქართული ცემენტი)
- სავარაუდო გადასაზიდი რაოდენობა 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით 15 000-20 000 ტონა
- ტვირთის დატვირთვა მოხდება დამკვეთის მიერ დამტვირთველის საშუალებით.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება;
- ინფორმაცია ავტო პარკისა და ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ინფორმაცია ერთდროულად რა რაოდენობის მანქანის გამოყოფას შეძლებს კომპანია, მანქანების ტონაჟის მითითებით (საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული გადაზიდვისთვის);
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
შენიშვნა: გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
შენიშვნა: ხელშეკრულება გაფორმდება 2026 წლის აპრილიდან 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით. გადახდა მოხდება თვეში ერთხელ 15-დან 20 რიცხვამდე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
წინადადების წარდგენის წესი:
შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა. კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება და ნომერი - „ტენდერი პროდუქციის ტრანსპორტირებაზე #02-03/04/26-TR“.
- პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელ.).
- ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ:
საკონტაქტო პირები:
გიორგი გიორგაძე - 599 203 777.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 16 აპრილი 15:00 საათი
ტენდერის კატეგორია:
- 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები