29 მაისი 2026, 14:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30798 - ტენდერი ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 მაისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 მაისი 2026 დრო 14:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების გათვალისწინებით;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ტექნიკური დავალება (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3); - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- გამარჯვებულის გამოვლენამდე, კომპანია უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
- კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
- თუ მომსახურების მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოსტენდერი.
სატენდერო მოთხოვნები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- ტექნიკური დავალება (დანართი 1)
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3);
- ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 1 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
- ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
- დანართი 1: ტექნიკური დავალება
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
- დანართი 3: შემოთავაზებული ფასების ცხრილი
შესყიდვის ობიექტია სს „ჯორჯიან ქარდის“ (მის: ა. ბელიაშვილის ქ. #53, 0159 თბილისი, საქართველო) სათავო ოფისის ცოცხალი ძალით უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
- სერვისის მიმწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების სისტემა, ობიექტის უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირებისთვის;
- სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების დროს, დაცვის თანამშრომელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი საჭირო აღჭურვილობით;
- ცოცხალი დაცვით მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კომპეტენციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ.
- შესვენების საათები უნდა იყოს განსაზღვრული - დროის კონკრეტული პერიოდი, ერთჯერადი გამოყენებით და აუცილებლად დღის საათებში;
- მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს კომპანიისათვის გამოყოფილი საკონტაქტო პირი, რომელთანაც დაკავშირება შესაძლებელი იქნება 24/7-ზე. დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც წერილობითი, აგრეთვე სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
- მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც კომპანიას მიადგა შესყიდული მომსახურების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში;
ანგარიშსწორების პირობები:
- სს ჯორჯიან ქარდი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გააფორმებს 1 წლიან გენერალურ ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით;
- ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;
- ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ყოველი საანგარიშო თვის დასაწყისში;
დანართი 1 - ტექნიკური დავალება:
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად და არ უნდა შემოიფარგლოს აღნიშნულით:
- 24 საათიანი მორიგეობა სათავო ოფისის მისაღებში 2 კაცის მორიგეობით პროცედურის შესაბამისად;
- დაცვის თანამშრომლების რაოდენობა - 6 კაცი;
- სათავო ოფისის სამეთვალყურეო კამერების (შიდა და გარე) 24 საათიანი კონტროლი პროცედურის შესაბამისად;
- სათავო ოფისის შენობის პერიოდული შემოვლა შესაძლო საყურადღებო/სარისკო გარემოებების გამოვლენის მიზნით პროცედურის შესაბამისად;
- სათავო ოფისის შენობაში უცხო პირთა დაშვების კონტროლი პროცედურის შესაბამისად;
- სათავო ოფისში ვიზიტორის იდენტიფიკაცია, გადამისამართება და შენობაში გაცილება (საჭიროების შემთხვევაში) პროცედურის შესაბამისად;
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემის პანელის მართვა;
- სათავო ოფისის ტერიტორიაზე უცხო ავტო-სატრანსპორტო საშულების გადაადგილების კონტროლი;
- საეჭვო/ძალადობრივი/კანონსაწინააღმდეგო გარემოების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 მაისი, 14:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
ტელ: +995 577 331197
დოჩი სანებლიძე
tenders@gc.ge
+995 577299904
ტენდერის კატეგორია:
- 71700000 მონიტორინგი და კონტროლი