ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2026, 14:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30798 - ტენდერი ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 მაისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 29 მაისი 2026 დრო 14:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 21 მაისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204 396 377) აცხადებს ტენდერს ცოცხალი ძალით დაცვის მომსახურების შესყიდვის თაობაზე.

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებითგათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში, გადასახადების გათვალისწინებით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილიპირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
    - ტექნიკური დავალება (დანართი 1);
    საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    -
    შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3); 
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • გამარჯვებულის გამოვლენამდე, კომპანია უფლებამოსილია დაგეგმოს შეხვედრები ტენდერში მონაწილე შერჩეულ კომპანიებთან, გასაუბრებისა და შესაძლო დამატებითი დეტალების დაზუსტების მიზნით.
  • კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 30 კალენდარული დღის განმავლობაში;
  • თუ მომსახურების მოწოდება იგეგმება ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთანხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოსტენდერი.

სატენდერო მოთხოვნები

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ტექნიკური დავალება (დანართი 1)
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 3); 
  • ტენდერში მონაწილეს უნდა ჰქონდეს სულ მცირე  3 წლიანი ზოგადი გამოცდილება;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 1 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი;
  • ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, ტენდერის მონაწილე ვალდებული იქნება დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

 თანდართული დოკუმენტაცია:

  • დანართი 1: ტექნიკური დავალება
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
  • დანართი 3: შემოთავაზებული ფასების ცხრილი

შესყიდვის პირობები:

შესყიდვის ობიექტია სს „ჯორჯიან ქარდის“ (მის: ა. ბელიაშვილის ქ. #53, 0159 თბილისი, საქართველო) სათავო ოფისის ცოცხალი ძალით უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სერვისის მიმწოდებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების სისტემა, ობიექტის უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირებისთვის;
  • სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების დროს, დაცვის თანამშრომელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი საჭირო აღჭურვილობით;
  • ცოცხალი დაცვით მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კომპეტენციის, გამოცდილებისა და პასუხისმგებლობის მქონე მაღალკვალიფიციური თანამშრომლების მიერ.
  • შესვენების საათები უნდა იყოს განსაზღვრული - დროის კონკრეტული პერიოდი, ერთჯერადი გამოყენებით და აუცილებლად დღის საათებში;
  • მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს კომპანიისათვის გამოყოფილი საკონტაქტო პირი, რომელთანაც დაკავშირება შესაძლებელი იქნება 24/7-ზე. დაკავშირება შესაძლებელი უნდა იყოს როგორც წერილობითი, აგრეთვე სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით. 
  • მიმწოდებელი ვალდებულია მოახდინოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც კომპანიას მიადგა შესყიდული მომსახურების არაჯეროვნად განხორციელების შემთხვევაში;

ანგარიშსწორების პირობები:

  • სს ჯორჯიან ქარდი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან გააფორმებს 1 წლიან გენერალურ ხელშეკრულებას შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით;
  • ტენდერში მოწოდებული ფასების და პირობების ფიქსირება/ უცვლელობა;
  • ანგარიშსწორება მოხდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასებით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ყოველი საანგარიშო თვის დასაწყისში;

დანართი 1 - ტექნიკური დავალება: 

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად და არ უნდა შემოიფარგლოს აღნიშნულით:

  • 24 საათიანი მორიგეობა სათავო ოფისის მისაღებში 2 კაცის მორიგეობით პროცედურის შესაბამისად;
  • დაცვის თანამშრომლების რაოდენობა - 6 კაცი;
  • სათავო ოფისის სამეთვალყურეო კამერების (შიდა და გარე) 24 საათიანი კონტროლი პროცედურის შესაბამისად;
  • სათავო ოფისის შენობის პერიოდული შემოვლა შესაძლო საყურადღებო/სარისკო გარემოებების გამოვლენის მიზნით პროცედურის შესაბამისად;
  • სათავო ოფისის შენობაში უცხო პირთა დაშვების კონტროლი პროცედურის შესაბამისად;
  • სათავო ოფისში ვიზიტორის იდენტიფიკაცია, გადამისამართება და შენობაში გაცილება (საჭიროების შემთხვევაში) პროცედურის შესაბამისად;
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემის პანელის მართვა;
  • სათავო ოფისის ტერიტორიაზე უცხო ავტო-სატრანსპორტო საშულების გადაადგილების კონტროლი;
  • საეჭვო/ძალადობრივი/კანონსაწინააღმდეგო გარემოების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება; 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 29 მაისი, 14:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
ტელ: +995 577 331197

დოჩი სანებლიძე
tenders@gc.ge
+995 577299904

ტენდერის კატეგორია:

  • 71700000 მონიტორინგი და კონტროლი
შეკითხვები