1 ივლისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31109 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
- გამომცხადებელი: შპს "ალტა"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 ივნისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 1 ივლისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მოწოდებული პროექტების, სპეციფიკაციების და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად.
- მისამართი: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #
- მონაწილემ უნდა მოახდინოს სარემონტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
- სამუშაოების დასრულების ვადა: 15 აგვისტო 2026
წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში.
დამკვეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტაცია:
- სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
- ფართის არსებული მდგომარეობის აღწერა და ფოტოები;
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და გამოცდილება მსგავს პროექტებში;
- შესრულებული პროექტების პორტფოლიო;
- სამუშაოს შესრულების ვადები და გრაფიკი;
- დეტალური კომერციული წინადადება, რომელშიც აისახება როგორც შრომის, ასევე მასალების ღირებულება დამკვეთის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში.
- საჭიროებისამებრ, ლიცენზიების და სერტიფიკატების წარმოდგენა.
დამატებითი პირობები:
- სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთთან შეთანხმებული ეტაპობრივი გრაფიკის მიხედვით;
- სამუშაოს შესრულებისას აუცილებელია უსაფრთხოების და სამშენებლო ნორმების დაცვა;
- ტენდერის პირობები შესაძლოა შეიცვალოს დამკვეთის გადაწყვეტილებით, რაც წინასწარ ეცნობება მონაწილეებს.
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.
- ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება დამკვეთის მხრიდან.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხ.:
- ტიხრების გეგმა (ქუთაისი) (1).dwg
- წინასწარი ხარჯთაღრიცხვა BOQ - რესურსული.xlsx
- OneDrive_1_5-25-2026.zip
- ავეჯის გეგმა (ქუთაისი).pdf
- კონსტრუქციული პროექტი- ანტრესოლი.pdf
- მომსახურების_ხელშეკრულება_ალტა.doc
- სარემონტო სამუშაოებო - სატენდერო განაცხადი.docx
- ტიხრების გეგმა (ქუთაისი).pdf
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ივლისი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11