ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31109 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: შპს "ალტა"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 ივნისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 1 ივლისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 ივნისი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

კომპანიაალტა აცხადებს ტენდერს სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. 

სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მოწოდებული პროექტების, სპეციფიკაციების და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად.  

  • მისამართი:  ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #
  • მონაწილემ უნდა მოახდინოს სარემონტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
  • სამუშაოების დასრულების ვადა:  15 აგვისტო 2026  

წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში. 

დამკვეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტაცია

  • სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
  • ფართის არსებული მდგომარეობის აღწერა და ფოტოები; 

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ

  • კომპანიის ზოგადი ინფორმაცია და გამოცდილება მსგავს პროექტებში;
  • შესრულებული პროექტების პორტფოლიო;
  • სამუშაოს შესრულების ვადები და გრაფიკი;
  • დეტალური კომერციული წინადადება, რომელშიც აისახება როგორც შრომის, ასევე მასალების ღირებულება დამკვეთის მიერ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში.  
  • საჭიროებისამებრ, ლიცენზიების და სერტიფიკატების წარმოდგენა. 

დამატებითი პირობები: 

  • სამუშაოები უნდა შესრულდეს დამკვეთთან შეთანხმებული ეტაპობრივი გრაფიკის მიხედვით; 
  • სამუშაოს შესრულებისას აუცილებელია უსაფრთხოების და სამშენებლო ნორმების დაცვა; 
  • ტენდერის პირობები შესაძლოა შეიცვალოს დამკვეთის გადაწყვეტილებით, რაც წინასწარ ეცნობება მონაწილეებს.  
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. 
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი). 
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა. 
  • ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება დამკვეთის მხრიდან.  

სატენდერო პროცედურები და ვადები: 

  • სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. 
  • მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება. 
  • ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. 
  • შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე. 

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხ.:

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 1 ივლისი, 17:00 საათი; 
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია: 

შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი 
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი 
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge 
ტელ: +995 571 77 22 11 

შეკითხვები