30 ივნისი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT31137 - ტენდერი “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე (#22/06-GIEC-HPP/ Ritseula-Racha HPP Detailed Design -26)
ტექნიკური დავალება:
შესყიდვის ობიექტი: “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება
სამუშაოს აღწერა და მიზანი:
ტექნიკური დავალების შესაბამიასად რომელიც არის დანართის სახით
მისამართი:
რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ სადმელი
მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის ივლისი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- მომსახურების შესრულების ვადა;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
- დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე/ან მომსახურების დაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა.
- კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიურ საპროექტო სამუშაოებზე;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
აუცილებელი პირობები:
- პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
- საპროექტო დოკუმენტაციაში გამოყენებული ყველა მასალა და ტექნიკური გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს;
- პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის დემონტაჟის, დროებითი გამაგრების, სიმაღლეზე მუშაობისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მუშაობის სპეციფიკური რისკები;
- საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისი შემდგომში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისთვის;
- პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
წინადადების წარდგენის წესი:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.
კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და ნომერი - #22/06-GIEC-HPP/ Ritseula-Racha HPP Detailed Design -26
პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია ტელ: 599 09 99 91
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივნისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
თორნიკე ჩაგუნავა
მობ: 555 466 555
ტენდერის კატეგორია:
- 71322000 ტექნიკური პროექტირება სამოქალაქო მშენებლობისათვის
- 71323100 ენერგოსისტემების დაპროექტება