ჩაბარების ვადა:

30 ივნისი 2026, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31137 - ტენდერი “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 ივნისი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს   “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებაზე (#22/06-GIEC-HPP/ Ritseula-Racha HPP Detailed Design -26)

ტექნიკური დავალება:

შესყიდვის ობიექტი:  რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება 

სამუშაოს აღწერა და მიზანი:

ტექნიკური დავალების შესაბამიასად რომელიც არის დანართის სახით

მისამართი:

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ სადმელი

მომსახურების შესრულების საორიენტაციო პერიოდი: 2026 წლის ივლისი 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • მომსახურების შესრულების ვადა;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია საგარანტიო პირობებზე საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
  • დადასტურება, რომ პრეტენდენტი მზად არის ხელშეკრულების გაფორმებამდე/ან მომსახურების დაწყებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა.
  • კომპანიის გამოცდილების აღწერა ანალოგიურ საპროექტო სამუშაოებზე;

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;

აუცილებელი პირობები:

  • პრეტენდენტი ვალდებულია საბოლოო წინადადების მომზადებამდე ან ხელშეკრულების გაფორმებამდე ადგილზე შეისწავლოს ობიექტი და დამკვეთთან დააზუსტოს სამუშაო პირობები;
  • საპროექტო დოკუმენტაციაში გამოყენებული ყველა მასალა და ტექნიკური გადაწყვეტა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და წესებს;
  • პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს შრომის უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის დემონტაჟის, დროებითი გამაგრების, სიმაღლეზე მუშაობისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობაზე მუშაობის სპეციფიკური რისკები;
  • საპროექტო დოკუმენტაცია უნდა იყოს საკმარისი შემდგომში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვისა და შესრულებისთვის;
  • პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

წინადადების წარდგენის წესი:

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160.

კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება -  “რიცეულა ჰესი“-სა და „რაჭა ჰესი“ ს კომპლექსის რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და  ნომერი - #22/06-GIEC-HPP/  Ritseula-Racha HPP Detailed Design -26

პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: კარლო გახოკია  ტელ: 599 09 99 91

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივნისი, 17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:

თორნიკე ჩაგუნავა

მობ: 555 466 555

ტენდერის კატეგორია:

  • 71322000 ტექნიკური პროექტირება სამოქალაქო მშენებლობისათვის
  • 71323100 ენერგოსისტემების დაპროექტება
შეკითხვები