21 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31508 - ტენდერი მაღალი წარმადობის შენახვის სისტემასა (Storage) და მაღალი ხელმისაწვდომობის SAN_NAS მონაცემთა შენახვის სისტემის (Storage) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: გრინვეი საქართველო
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 14 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს ,,გრინვეი საქართველო" აცხადებს ტენდერს მაღალი წარმადობის შენახვის სისტემასა (Storage) და მაღალი ხელმისაწვდომობის SAN_NAS მონაცემთა შენახვის სისტემის (Storage) შესყიდვაზე.
ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:
- პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
- ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სს “გრინვეი საქართველო”-ს მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება.
შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .
შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 21 ივლისისა
- საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
- ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
- ტენდერის გამოცხადება - 13 ივლისი 2026 წელი
- სატენდერო წინადადებების მიღება - 21 ივლისი 2026 წელი
- გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 24 ივლისი
- ხელშეკრულების გაფორმება - 29 ივლისი 2026 წელი
სს გრინვეი საქართველო იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.
ტენდერის შეჩერებაან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას.
წესები და კითხვები:
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
- პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობა. გთხოვთ, სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია
- შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.
გთხოვთ, შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.
კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტ/ებ/ი შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
- მომსახურების ფასი;
- გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
- შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
- კომპანიის გამოცდილება;
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;
სს გრინვეი საქართველო უფლებამოსილია საკვალიფიკაციო არსებულ დოკუმენტაციაში ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
- რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
- დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.
სხვა კონფიდენციალობა:
შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს გრინვეი საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 21 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
mchankvetadze@gwg.ge
ტელ: 558 19 17 65
ტენდერის კატეგორია:
- 30233100 კომპიუტერის მეხსიერების ბლოკები
- 48782000 მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამული პაკეტები
- 48820000 სერვერები