ჩაბარების ვადა:

21 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31508 - ტენდერი მაღალი წარმადობის შენახვის სისტემასა (Storage) და მაღალი ხელმისაწვდომობის SAN_NAS მონაცემთა შენახვის სისტემის (Storage) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: გრინვეი საქართველო
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 14 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 21 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ,,გრინვეი საქართველოაცხადებს ტენდერს მაღალი წარმადობის შენახვის სისტემასა  (Storage)   და მაღალი ხელმისაწვდომობის SAN_NAS მონაცემთა შენახვის სისტემის (Storage)  შესყიდვაზე.

ტენდერი ჩატარდება ორ ლოტად:

  • პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ ერთ-ერთ ლოტშიც;
  • ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით;

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული დოკუმენტაცია.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განუმარტოს სსგრინვეი საქართველო”-ს მოთხოვნები და პირობები რათა, სრულად წარმოადგინოს სატენდერო წინადადება

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს .

შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევის პროცესის ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არა უგვიანეს 2026 წლის 21 ივლისისა
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    -
    ტენდერის გამოცხადება - 13 ივლისი 2026 წელი
    -
    სატენდერო წინადადებების მიღება - 21 ივლისი 2026 წელი
    -
    გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის შერჩევა და შეტყობინების გაგზავნა - 24 ივლისი
    -
    ხელშეკრულების გაფორმება - 29 ივლისი 2026 წელი

სს გრინვეი საქართველო იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოს ტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.

ტენდერის შეჩერებაან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანასური პასუხისმგებლობის დაკისრებას.

წესები და კითხვები:

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ/ებ/ის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება ძალაში უნდა იყოს 1 წლის განმავლობაში.
  • პრეტენდენტი პასუხისმგებელია შერჩევის პროცესის დასრულებამდე შეინარჩუნოს მათ მიერ მოწოდებული შემოთავაზების კონფიდენციალურობაგთხოვთ, სრულად წარმოადგინოთ მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაცია
  • შემოთავაზებაში თანხა უნდა იყოს დოლარში წარმოდგენილი.

გთხოვთ, შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტ/ებ/ შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მომსახურების ფასი;
  • გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის პირობა;
  • შეკვეთილი პროდუქციის მოწოდების ვადა
  • კომპანიის გამოცდილება;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია

  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს, დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით;

სს გრინვეი საქართველო უფლებამოსილია საკვალიფიკაციო არსებულ დოკუმენტაციაში ინფორმაციაზე დაყრდნობით მოახდინონ შერჩეული პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • საგადასახადო ორგანოების მიერ პრეტენდენტის ქონებზე დადებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
  • რეგისტრირებულია ყადაღა პრეტენდენტის ქონებაზე;
  • დაწყებულია პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმისწარმოება.

სხვა კონფიდენციალობა:

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვისსაჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია სს გრინვეი საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზეwww.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი დაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge- პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა2026 წლის 21 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპივაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
mchankvetadze@gwg.ge
ტელ:
558 19 17 65

ტენდერის კატეგორია:

  • 30233100 კომპიუტერის მეხსიერების ბლოკები
  • 48782000 მონაცემთა შენახვის მართვის პროგრამული პაკეტები
  • 48820000 სერვერები
შეკითხვები