ჩაბარების ვადა:

24 ივლისი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31582 - ტენდერი ძვირფასი ლითონების და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის შემფასებლის კურსების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივლისი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ძვირფასი ლითონების და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის შემფასებლის კურსების შესყიდვაზე.

  • პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
  •  ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით. 
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
  • ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 1;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.

სატენდერო მოთხოვნები:

  • ინდივიდუალური კურსი: ფორმატი (ონლაინ/ფიზიკური), ხანგრძლივობა.
  • ჯგუფური კურსი: ფორმატი (ონლაინ/ფიზიკური), ჯგუფში მონაწილეთა რეკომენდებული რაოდენობა, ხანგრძლივობა.
  • სასწავლო პროგრამა (სილაბუსი) - წარმოადგინეთ თეორიული და პრაქტიკული ნაწილების დეტალური აღწერა, თემატიკისა და საათების მითითებით. გთხოვთ, დააზუსტოთ სწავლების დონე (საბაზისო/გაღრმავებული).
  • ტრენერების კვალიფიკაცია: მოგვაწოდეთ ინფორმაცია კურსის ჩამტარებელი ტრენერ(ებ)ის შესახებ — სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისი სერტიფიკატები.
  • პრაქტიკული კომპონენტი: აღწერეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი პრაქტიკული მეცადინეობა, მათ შორის, ვინ უზრუნველყოფს საჭირო ინვენტარსა და მასალებს (მაგ., ლუპები, მიკროსკოპები, ძვირფასი ქვების ნიმუშები).
  • სერტიფიკატი: კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა თუ არა სერტიფიკატი

ფასები და სატარიფო მოდელები:

  • ინდივიდუალური სესიის ღირებულება.
  • ჯგუფური სესიის ღირებულება.

ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;

  • სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს მის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები დანართი N2-ში წარმოდგენილი ფორმით;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
  • პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივლისი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ კვაჭაძე
Mkvatchadze@bog.ge 
ტელ: 555 55 78 38 

ტენდერის კატეგორია:

  • 80530000 მომსახურებები პროფესიული მომზადების სფეროში
შეკითხვები