ჩაბარების ვადა:
24 ივლისი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31582 - ტენდერი ძვირფასი ლითონების და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის შემფასებლის კურსების შესყიდვაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 ივლისი 2026 დრო 15:00
შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ძვირფასი ლითონების და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის შემფასებლის კურსების შესყიდვაზე.
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 1;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
სატენდერო მოთხოვნები:
- ინდივიდუალური კურსი: ფორმატი (ონლაინ/ფიზიკური), ხანგრძლივობა.
- ჯგუფური კურსი: ფორმატი (ონლაინ/ფიზიკური), ჯგუფში მონაწილეთა რეკომენდებული რაოდენობა, ხანგრძლივობა.
- სასწავლო პროგრამა (სილაბუსი) - წარმოადგინეთ თეორიული და პრაქტიკული ნაწილების დეტალური აღწერა, თემატიკისა და საათების მითითებით. გთხოვთ, დააზუსტოთ სწავლების დონე (საბაზისო/გაღრმავებული).
- ტრენერების კვალიფიკაცია: მოგვაწოდეთ ინფორმაცია კურსის ჩამტარებელი ტრენერ(ებ)ის შესახებ — სამუშაო გამოცდილება, კვალიფიკაცია და შესაბამისი სერტიფიკატები.
- პრაქტიკული კომპონენტი: აღწერეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი პრაქტიკული მეცადინეობა, მათ შორის, ვინ უზრუნველყოფს საჭირო ინვენტარსა და მასალებს (მაგ., ლუპები, მიკროსკოპები, ძვირფასი ქვების ნიმუშები).
- სერტიფიკატი: კურსის დასრულების შემდგომ გაიცემა თუ არა სერტიფიკატი
ფასები და სატარიფო მოდელები:
- ინდივიდუალური სესიის ღირებულება.
- ჯგუფური სესიის ღირებულება.
ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ბრენდისთვის საქართველოს რეზიდენტი ორგანიზაციის მიერ გაცემული, სულ მცირე 1 სარეკომენდაციო წერილი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია პრეტენდეტმა წარმოადგინოს მის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, საბანკო რეკვიზიტები დანართი N2-ში წარმოდგენილი ფორმით;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის ანდა გაკოტრების პროცესში.
- პრეტენდენტს არ უნდა უფიქსირდებოდეს საჯარო სამართლებრივი შეზღუდვები (ყადაღა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) და არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალთა რეესტრში.
- ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება 1 წლიანი ხელშეკრულება.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 ივლისი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ კვაჭაძე
Mkvatchadze@bog.ge
ტელ: 555 55 78 38
ტენდერის კატეგორია:
- 80530000 მომსახურებები პროფესიული მომზადების სფეროში