ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T31591 - ტენდერი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელის ამოცვლაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ივლისი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თბილისში, პუშკინის ქ. N3-ში მდებარე სატრანსფორმატორო ჯიხურის (A1826-1) მკვებავი კაბელის სამუშაოების სრულად შესრულებაზე. 

პროექტის აღწერა

პუშკინის ქ. N3-ში მდებარე საქართველოს ბანკის ობიექტების სატრანსფორმატორო ჯიხურის (A1826-1) მკვებავი 6 კვ ძაბვის კაბელი ამორტიზებულია და საჭიროებს შეცვლას. სატრანსფორმატოროს დადგმული სიმძლავრე შეადგენს 500 კვტ-ს.

სამუშაოს მოცულობა

შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ამოცანების სრულად შესრულება:

  • პროექტირება: სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
  • შეთანხმება: პროექტის შეთანხმება ყველა რელევანტურ სახელმწიფო და მარეგულირებელ სტრუქტურასთან.
  • სამუშაოების შესრულება: 6 კვ ძაბვის კაბელის დემონტაჟი და ახლით შეცვლა.
  • დოკუმენტაცია: შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ელექტრული გაზომვების ოქმების წარმოდგენა.
  • გამოცდილება: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.

ტექნიკური მოთხოვნები

ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების (ПУЭ) და საქართველოში მოქმედი სხვა ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით.

წინადადების წარმოდგენა

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ტექნიკური წინადადება, სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმითა და ვადებით.
  • სამუშაოების სრული ხარჯთაღრიცხვა.
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური პროექტების განხორციელებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო საკითხებზე დაუკავშირდით:

ბექა მუმლაძე 551 46 20 03

ტექნიკურ საკითხებზე:

გიორგი სხილაძე 577 102 917

ტენდერის კატეგორია:

  • 31320000 დენის გამანაწილებელი კაბელები
  • 45315000 გათბობისა და შენობის სხვა ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები  
  • 45350000 სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები