28 ივლისი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31591 - ტენდერი ამორტიზირებული მაღალი ძაბვის კაბელის ამოცვლაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 ივლისი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს თბილისში, პუშკინის ქ. N3-ში მდებარე სატრანსფორმატორო ჯიხურის (A1826-1) მკვებავი კაბელის სამუშაოების სრულად შესრულებაზე.
პროექტის აღწერა
პუშკინის ქ. N3-ში მდებარე საქართველოს ბანკის ობიექტების სატრანსფორმატორო ჯიხურის (A1826-1) მკვებავი 6 კვ ძაბვის კაბელი ამორტიზებულია და საჭიროებს შეცვლას. სატრანსფორმატოროს დადგმული სიმძლავრე შეადგენს 500 კვტ-ს.
სამუშაოს მოცულობა
შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი ამოცანების სრულად შესრულება:
- პროექტირება: სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
- შეთანხმება: პროექტის შეთანხმება ყველა რელევანტურ სახელმწიფო და მარეგულირებელ სტრუქტურასთან.
- სამუშაოების შესრულება: 6 კვ ძაბვის კაბელის დემონტაჟი და ახლით შეცვლა.
- დოკუმენტაცია: შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი ელექტრული გაზომვების ოქმების წარმოდგენა.
- გამოცდილება: პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მსგავსი ტიპის სამუშაოების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
ტექნიკური მოთხოვნები
ყველა სამუშაო უნდა შესრულდეს „ელექტროდანადგარების მოწყობის წესების (ПУЭ) და საქართველოში მოქმედი სხვა ტექნიკური ნორმებისა და სტანდარტების სრული დაცვით.
წინადადების წარმოდგენა
დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- ტექნიკური წინადადება, სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმითა და ვადებით.
- სამუშაოების სრული ხარჯთაღრიცხვა.
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ ანალოგიური პროექტების განხორციელებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 ივლისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონაქტო პირი:
b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 31320000 დენის გამანაწილებელი კაბელები
- 45315000 გათბობისა და შენობის სხვა ელექტრომოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები
- 45350000 სამონტაჟო სამუშაოები