20 აგვისტო 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T31760 - ტენდერი მონაცემთა რეზერვირების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ტერაბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: 3-ბიჯიანი
- ფასის კლების ბიჯი: 700.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 7 აგვისტო 2026 დრო 17:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 აგვისტო 2026 დრო 12:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
ტერაბანკი აცხადებს ტენდერს მონაცემთა რეზერვირების მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.
სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად შეირჩევა საუკეთესო ფასის და მომსახურების პირობების მქონე ერთი კვალიფიციური კომპანია, რომელთანაც გაფორმდება მომსახურების ხელშეკრულება.
ტექნიკური დავალება წარმოდგენილია დანართის სახით.
ტენდერში მონაწილე კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს :
მომწოდებელს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული პროდუქტიის მწარმოებლის პარტნიორის სტატუსი, რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF), სადაც მითითებული უნდა წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი;
პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს “მონაცემთა რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფის“ მიმართულებით, არანაკლებ 2 (ორი) პროექტი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ანალოგიური ტექნოლოგიის გამოყენებით, გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელშეკრულებებით და წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესაბამისი მიღება-ჩაბარებებით ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ წარმოადგინოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული „მონაცემთა რეზერვირების პროგრამული უზრუნველყოფის“ ინსტალაციაზე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული არანაკლებ 1 (ერთი) თანამშრომელი (ინჟინერი). დამადასტურებელ დოკუმენტად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის თანამშრომლებზე გაცემული მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული არანაკლებ 1 (ერთი) ინჟინერის სერტიფიკატი ყოველ პროდუქტზე;
სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს ასევე შემდეგ დოკუმენტაციას :
ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- მინიმუმ სამი სარეკომენდაციო წერილი (ბოლო 6 თვის გაცემული, საკონტაქტო პირების ინფორმაციის მითითებით)
- კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
- შეთანხმება კონფიდენციალურობაზე, შევსებული (იხ. თანდართული ფაილი);
- საბანკო ამონაწერი ან ცნობა საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ (ბოლო 6 თვის)
ელ. ტენდერი
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით .
- ტენდერი ჩატარდება 3 ბიჯიანი ვაჭრობის ტიპის გამოყენებით Tenders.ge-ის ელექტრონული შესყიდვების პორტალზე.
- Tenders.ge-ს ელექტრონული შესყიდვების პორტალზე, ვაჭრობის დასრულების შემდგომ გამოვლინდება ყველაზე დაბალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტი.
- ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით იხილეთ დანართი „ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია“.
აუცილებელი პირობა :
- მომსახურე კომპანიასთან ანგარიშწორება განხორციელდება მხოლოდ სს „ტერაბანკ“-ში გახსნილი საბანკო ანგარიშის საშუალებით
- სატენდერო წინადადების მიღება ხდება ელექტრონულად www.tenders.ge-ს პლათფორმის საშუალებით.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითიდაგამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 აგვისტო, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: 3 ბიჯიანი ვაჭრობა
- გთხოვთ სისტემაში დააფიქსიროთ შეთავაზების ჯამური ღირებულება
- ვაჭრობა გაიმართება ჯამურ ღირებულებაზე;
- ფასის კლების ბიჯი: 700 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ვაჭრობის დაწყების დრო: 2026 წლის 20 აგვისტო, 12:00 საათი
ტენდერის მსვლელობის დროს პრეტენდენტ კომპანიებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია, რაც აუცილებელია სრულყოფილი სატენდერო შემოთავაზების მოსამზადებლად. პრეტენდენტი პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც ტენდერის მსვლელობის დროს ასევე მისი დასრულების შემდეგ . ტენდერთან დაკავშირებულ ფორმალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით ანა დოლიძეს, ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: ana.dolidze@terabank.ge მობ: 591216737.
შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია.
ტენდერის კატეგორია:
- 72210000 პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტებში შემავალი პროგრამების შემუშავება
- 72220000 სისტემები და ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურებები
- 72240000 მომსახურებები სისტემების ანალიზისა და პროგრამირების სფეროში
- 72254000 პროგრამული უზრუნველყოფის გამოცდა/შემოწმება
- 72260000 პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები