ჩაბარების ვადა:

10 სექტემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T31818 - ტენდერი პლასტიკური ბარათების „ნეოქარდი“ შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: გაზ ენდ პეტროლ კომპანი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 10 სექტემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპსგაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების „ნეოქარდი“ შესყიდვაზე.

შესყიდვის სპეციფიკაცია:

  • სტანდარტული ზომის, ორმხრივად ნაბეჭდი/ბრენდირებული, მაგნიტურზოლიანი (HiCo), კოდირებული პლასტიკური ბარათები შემსყიდველის მიერ მოწოდებული დიაპაზონის და დიზაინის მიხედვით.
  • შესყიდვის რაოდენობა: 5 000 ცალი.
  • დიაპაზონი: 1 300 001-დან 1 305 000 ჩთ.
  • მიწოდება - ქ. თბილისი, ვორონინის შესახვევი 14.

დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:

  • დანართი N1 - მახასიათებლები
  • დიზაინის ფაილები - Design Neocard
  • ლოგოს ფაილები - Logo Neogas
  • კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი N3

შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. 

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:

  • კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1- სახით საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდესტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: . თბილისი, ვორონინის შესახვევი 14.
  • შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში. პროდუქციის სატესტოდ მოწოდება აუცილებელია!
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
  • პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) დასაკონტაქტო ინფორმაცია

წინადადების წარდგენის ვადა:

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა2026 წლის 10 სექტემბერი, 18:00 .

წინადადების წარდგენის წესი:

I ეტაპი: დოკუმენტაცია/კომერციული წინადადება უნდა გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე, pdf ფორმატში, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე echachanidze@neogas.ge არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა. 

II ეტაპი: კომერციული წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული სრულყოფილი ნიმუშები მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში (აუცილებელია!) მისამართზე: ქ. თბილისი, ვორონინის შესახვევი N14.

შესასყიდი პროდუქციის მოწოდების წესი და ვადები:

პლასტიკური ბარათების დამზადება და მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 25 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა, შემდეგი პირობებით:

(ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მომწოდებლებმა უნდაუზრუნველყოს სრულყოფილი ნიმუშების (მინიმუმ 10 ცალი) მოწოდება ტექნიკურ დახასიათებაშიმითითებული სპეციფიკაციების მიხედვით.
(ბ) ნიმუშების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამკვეთი დაადგენს წარმოდგენილი ნიმუშების მოთხოვნებთან შესაბამისობას.
(გ) მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეკვეთის შესრულება და დამკვეთისათვის ჩაბარება შეკვეთის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
 (599) 67-14-14
echachanidze@neogas.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები