10 სექტემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT31818 - ტენდერი პლასტიკური ბარათების „ნეოქარდი“ შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: გაზ ენდ პეტროლ კომპანი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 10 სექტემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ აცხადებს ტენდერს პლასტიკური ბარათების „ნეოქარდი“ შესყიდვაზე.
შესყიდვის სპეციფიკაცია:
- სტანდარტული ზომის, ორმხრივად ნაბეჭდი/ბრენდირებული, მაგნიტურზოლიანი (HiCo), კოდირებული პლასტიკური ბარათები შემსყიდველის მიერ მოწოდებული დიაპაზონის და დიზაინის მიხედვით.
- შესყიდვის რაოდენობა: 5 000 ცალი.
- დიაპაზონი: 1 300 001-დან 1 305 000 ჩთ.
- მიწოდება - ქ. თბილისი, ვორონინის შესახვევი 14.
დართულ ფაილებში გთხოვთ იხილოთ:
- დანართი N1 - მახასიათებლები
- დიზაინის ფაილები - Design Neocard
- ლოგოს ფაილები - Logo Neogas
- კომერციული წინადადების შესავსები ფორმა - დანართი N3
შპს „გაზ ენდ პეტროლ კომპანი“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და ნიმუშები:
- კომერციული წინადადება ეროვნულ ვალუტაში სრულად შევსებული დანართი N1-ს სახით საქართველოსკანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, წინადადება უნდა მოიცავდესტრანსპორტირების ხარჯს შემსყიდველი კომპანიის მისამართზე: ქ. თბილისი, ვორონინის შესახვევი 14.
- შემოთავაზებული პროდუქციის ნიმუში. პროდუქციის სატესტოდ მოწოდება აუცილებელია!
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ.
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) დასაკონტაქტო ინფორმაცია
წინადადების წარდგენის ვადა:
წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 სექტემბერი, 18:00 სთ.
წინადადების წარდგენის წესი:
I ეტაპი: დოკუმენტაცია/კომერციული წინადადება უნდა გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე, pdf ფორმატში, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ელექტრონული ფორმით შემდეგ ელ. ფოსტაზე echachanidze@neogas.ge არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა.
II ეტაპი: კომერციული წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ბრენდირებული სრულყოფილი ნიმუშები მოთხოვნიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში (აუცილებელია!) მისამართზე: ქ. თბილისი, ვორონინის შესახვევი N14.
შესასყიდი პროდუქციის მოწოდების წესი და ვადები:
პლასტიკური ბარათების დამზადება და მოწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან მაქსიმუმ 25 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 ნოემბრისა, შემდეგი პირობებით:
(ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში მომწოდებლებმა უნდაუზრუნველყოს სრულყოფილი ნიმუშების (მინიმუმ 10 ცალი) მოწოდება ტექნიკურ დახასიათებაშიმითითებული სპეციფიკაციების მიხედვით.
(ბ) ნიმუშების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამკვეთი დაადგენს წარმოდგენილი ნიმუშების მოთხოვნებთან შესაბამისობას.
(გ) მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შეკვეთის შესრულება და დამკვეთისათვის ჩაბარება შეკვეთის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
ესმა ჩაჩანიძე
(599) 67-14-14
echachanidze@neogas.ge
ტენდერის კატეგორია:
- 22300000 ღია ბარათები, მისალოცი ბარათები და სხვა ნაბეჭდი მასალა
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები