5 ოქტომბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32186 - აუქციონი საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ₾
- მონაწილეობის დაწყება: 25 სექტემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 18:00
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: ბანკის მოთხოვნიდან 1-4 დღის ვადაში. (მოცულობის მიხედვით)
- მიწოდების მისამართი: ჭირნახულის 9. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვა მისამართებზეც გახდეს მიწოდება საჭირო.
- ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
- ხელშეკრულება გაფორმდება 1+1 წლის ვადით და მოცემული სავარაუდო რაოდენობების ჩაბარება მოხდება ეტაპობრივად, ბანკის მოთხოვნისამებრ.
- გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან
მომწოდებელი ვალდებული იქნება აღნიშნული მარაგის წინასწარ დასაწყობება მოახდინოს საკუთარი ხარჯებით;
ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნილი რაოდენობა არის საორიენტაციო და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული რაოდენობის სრულად შესყიდვაზე.
აუქციონში ვაჭრობა დაიწყება დანართი N1 - ში ჩამოთვლილი ყველა პოზიციის ჯამურ ფასზ, რომელიც განისაზღვრება თითოეული პოზიციის რაოდენობისა და შესაბამისი ერთეულის ფასის ნამრავლის ჯამით. ხოლო საბოლოო ფასის შესაბამისად პროცენტულად დააკლდება ყველა ჩამოთვლილს.
არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოიძიოს ამგვარი პროდუქცია და ბანკს მიაწოდოს წინასწარ შეთანხმებული ფასით;
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ტენდერის დასრულებისთანავე, 3 დღის ვადაში. მისამართი რუსთაველის 2/4;
- ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
- ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია(100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
- პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, გამოცდილების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით;
- კომერციული წინადადება - 70%
- გამოცდილება - 15%
- პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები - 15%
- ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი ლომთაძე
Glomtadze@bog.ge
ტელ: 579 15 67 96
ტენდერის კატეგორია:
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა