ჩაბარების ვადა:

5 ოქტომბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32186 - აუქციონი საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 1'000.00 ‎₾
  • მონაწილეობის დაწყება: 25 სექტემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 5 ოქტომბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, საკანცელარიო მასალების შესყიდვაზე.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
  • აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
  •  გთხოვთ, ფასი მიუთითოთ  ლარებში  შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: ბანკის მოთხოვნიდან 1-4 დღის ვადაში. (მოცულობის მიხედვით)
  • მიწოდების მისამართი: ჭირნახულის 9. საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სხვა მისამართებზეც გახდეს მიწოდება საჭირო.
  • ვალუტა: ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში გადასახადების ჩათვლით;
  • ხელშეკრულება გაფორმდება 1+1 წლის ვადით და მოცემული სავარაუდო რაოდენობების ჩაბარება მოხდება ეტაპობრივად, ბანკის მოთხოვნისამებრ.
  • გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა: ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან

მომწოდებელი ვალდებული იქნება აღნიშნული მარაგის წინასწარ დასაწყობება მოახდინოს საკუთარი ხარჯებით;

ტენდერში მოცემული რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. მოთხოვნილი რაოდენობა არის საორიენტაციო და ბანკი არ იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული რაოდენობის სრულად შესყიდვაზე.

აუქციონში ვაჭრობა დაიწყება დანართი N1 - ში ჩამოთვლილი ყველა პოზიციის ჯამურ ფასზ, რომელიც განისაზღვრება თითოეული პოზიციის რაოდენობისა და შესაბამისი ერთეულის ფასის ნამრავლის ჯამით. ხოლო საბოლოო ფასის შესაბამისად პროცენტულად დააკლდება ყველა ჩამოთვლილს.

არასტანდარტული საკანცელარიო პროდუქტი: ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლოა საჭირო გახდეს ისეთი პროდუქციის შეკვეთა რომელიც არ არის დანართ N1-ში არსებულ საკანცელარიო ნუსხაში. მომწოდებელი იღებს ვალდებულებას ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მოიძიოს ამგვარი პროდუქცია და ბანკს მიაწოდოს წინასწარ შეთანხმებული ფასით;

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  •  შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ნიმუში ტენდერის დასრულებისთანავე, 3 დღის ვადაში. მისამართი რუსთაველის 2/4;
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებული სულ მცირე 3 მსგავსი კონტრაქტის და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლი; შესაძლებელია წარმოდენილ იქნეს სახელმწიფო შესყიდვების პორტალის შესაბამისისი NAT, SPA ან CMR ნომრები;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს რეზიდენტი მინიმუმ ორი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაცია(100 000 ლარზე მეტი გენ. კონტრაქტების შემთხვევაში)
  • პრეტენდენტის შერჩევა მოხდება კომერციული წინადადების, გამოცდილების და პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლის მიხედვით;
  • კომერციული წინადადება - 70%
  • გამოცდილება - 15%
  • პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლები - 15%
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ლომთაძე
Glomtadze@bog.ge
ტელ: 579 15 67 96

ტენდერის კატეგორია:

  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
შეკითხვები