15 ოქტომბერი 2026, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32319 - აუქციონი Dell Data Domain Virtual Edition-ის ლიცენზიების განახლებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: USD
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული
- ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
- მონაწილეობის დაწყება: 9 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2026 დრო 15:00
აუქციონის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, Dell Data Domain Virtual Edition-ის ლიცენზიების განახლებისთვის, 3 წლის ვადით, ყოველწლიური ანგარიშსწორების პირობით.
ტენდერში მონაწილეობის პირობები
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების ვადა: 7 სამუშაო დღე
- მიწოდების მისამართი: 29ა, იური გაგარინის ქუჩა
- ვალუტა: დოლარი
- ხელშეკრულება გაფორმდება 3 წლის ვადით
- გადახდის პირობა: ყოველწლიური ანგარიშსწორება
- შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.
წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:
- კომერციული წინადადება (დანართი N1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
- ტენდერში მონაწილე კომპანიამ, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს Dell-ის ავტორიზებული გადამყიდველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: დოლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ: +995 579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები