ჩაბარების ვადა:

15 ოქტომბერი 2026, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32319 - აუქციონი Dell Data Domain Virtual Edition-ის ლიცენზიების განახლებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული
  • ფასის კლების ბიჯი: 500.00 $
  • მონაწილეობის დაწყება: 9 ოქტომბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 15 ოქტომბერი 2026 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 9 ოქტომბერი 2026 დრო: 08:00

აუქციონის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს რევერსულ აუქციონს, Dell Data Domain Virtual Edition-ის ლიცენზიების განახლებისთვის, 3 წლის ვადით, ყოველწლიური ანგარიშსწორების პირობით. 

ტენდერში მონაწილეობის პირობები

ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან 3 წლიანი ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი სერვისის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).

ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;

გთხოვთ, ფასი მიუთითოთ დოლარში.    

სატენდერო მოთხოვნები:

  • მიწოდების ვადა: 7 სამუშაო დღე
  • მიწოდების მისამართი: 29ა, იური გაგარინის ქუჩა
  • ვალუტა: დოლარი
  • ხელშეკრულება გაფორმდება 3 წლის ვადით
  • გადახდის პირობა: ყოველწლიური ანგარიშსწორება 
  • შემოთავაზებული წინადადებები ძალაში უნდა იყოს სულ მცირე 60 დღის განმავლობაში ტენდერის გახსნიდან.

წარმოსადგენი (ასატვირთი) სატენდერო დოკუმენტების სია:

  • კომერციული წინადადება (დანართი N1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი N2);
  • შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ, ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს Dell-ის ავტორიზებული გადამყიდველის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი

 ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 15 ოქტომბერი, 15:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
  • ფასის კლების ბიჯი: 500 დოლარი
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ვაჭრობა დაიწყება 15 ოქტომბერს, 15:00 საათზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
ტელ:
+995 579 24 34 75 

ტენდერის კატეგორია:

  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები