ჩაბარების ვადა:

25 ნოემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32694 - ტენდერი პორტუგალიიდან საქართველოში ნაკრები ტვირთის (აქსესუარები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები) საავტომობილო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: Retail Group Georgia
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 16 ნოემბერი 2026 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 ნოემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს Retail Group Georgia („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს მონაწილეობას გამოცხადებულ ტენდერში - პორტუგალიიდან საქართველოში ნაკრები ტვირთის (აქსესუარები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ჩანთები) საავტომობილო ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე - და სატენდერო წინადადების წარმოდგენას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებს შპს Retail Group Georgia და/ან მისი შვილობილი კომპანიები შპს Spanish Retail Georgia (ს/კ 404404774), შპს Master Retail Georgia (ს/კ 404404765), შპს Best Retail Georgia (ს/კ 404404738), შპს Pro Retail Georgia (ს/კ 404404747), შპს Mega Store Georgia (ს/კ404404756), შპს Retail Group Holding (ს/კ 404404783), შპს Global Apparel Georgia (ს/კ 404404792), შპს Fashion Retail Georgia (ს/კ 404404809) და შპს Master Home Retail (ს/კ 405194784)

1. ­­შერჩევის პროცესის მიმდინარეობა

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 25 ნოემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:  

  • ტენდერის გამოცხადება: 16 ნოემბერი 2026
  • სატენდერო წინადადებების მიღება: 25 ნოემბერი 2026
  • გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა და შეტყობინების გაგზავნა: 1 დეკემბერი 2026
  • ხელშეკრულების გაფორმება: 9 დეკემბერი 2026

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.  

ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე. 

პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ ყოველკვირეული ნაკრები ტვირთის ტრანსპორტირების შეთავაზება პორტუგალიიდან GEZI თბილისში, დანართი №1-ში მითითებული პირობების შესაბამისად.

კომერციული წინადადება უნდა მომზადდეს დანართი №1-ის შესაბამისად, 3-დან 14 პალეტამდე თითოეული რაოდენობისთვის ცალ-ცალკე.

პრეტენდენტს შეუძლია დამატებით მიუთითოს რეგულარული ყოველკვირეული გადაზიდვებისთვის შეთავაზებული ფასდაკლება და მისი პირობები. 

2. ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები

შესასყიდი მომსახურება: პორტუგალიიდან საქართველოში ნაკრები ტვირთის საავტომობილო ტრანსპორტირება, პალეტების რაოდენობის მიხედვით.

  • ტვირთის აღების მისამართი, ჩაბარების ადგილი, მახასიათებლები, გადაზიდვის სიხშირე და ფასების ცხრილი მოცემულია დანართი №1-ში (Excel). მომწოდებელმა უნდა შეავსოს მხოლოდ ცარიელი ყვითელი უჯრები, შემსყიდველის მოთხოვნებისა და განმარტებების წაშლის გარეშე.
  • მომსახურების მოთხოვნები, აღებისა და მოწოდების ვადების, ჰაბის მდებარეობის, მარშრუტისა და პორტუგალიის ტვირთებზე გამოცდილების შესახებ შესავსები ინფორმაცია მოცემულია იმავე დანართი №1-ში.

3. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ

ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით. 

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • შესყიდვის ფასი
  • ტვირთის აღებისა და მოწოდების ჩვეულებრივი და მაქსიმალური ვადები კალენდარულ დღეებში; ჰაბის მდებარეობა და სრული მარშრუტი
  • ტვირთის უსაფრთხოება, დაზღვევისა და გადამზიდავის პასუხისმგებლობის პირობები
  • კომპანიის გამოცდილება პორტუგალია–საქართველოს ნაკრები ტვირთის გადაზიდვებზე და სანდოობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 100,000 ლარი. 

4. სატენდერო წინადადება

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას: 

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
  • „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული განფასება/ფასთა ცხრილი EXCEL-ის ფორმატში, დანართი №1-ის შესაბამისად: ფასები ევროში (EUR), დღგ-ის გარეშე, ტრანსპორტირების ფასისა და სავალდებულო დამატებითი ხარჯების ცალკე მითითებით; სრული ფასი გამოითვლება ავტომატურად. დღგ-ის რეჟიმი და დამატებითი დაზღვევის ფასი მიეთითება ცალკე;
  • ინფორმაცია ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე (დეტალები, აღწერილობა, გამოცდილება, სხვა არსებითი გარემოებები).

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ  მისთვის ცნობილია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):

  • იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.

(გ) სატენდერო შერჩევის ეტაპზე შესაძლოა საჭირო გახდეს შემდეგ დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგნა:

  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი ევროში (EUR), დღგ-ის გარეშე, ტრანსპორტირებისა და ყველა სავალდებულო დამატებითი ხარჯის მითითებით — დანართი №1-ის შესაბამისად; დღგ-ის რეჟიმი და დამატებითი დაზღვევის ფასი მიეთითება ცალკე;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

5. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    -
    სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

6. კონფიდენციალურობა

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 ნოემბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ევრო
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში,
გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Giorgi.kostanishvili@afgretail.com

გიორგი კოსტანიშვილი
ტელ:
595125687 

შენიშვნა #1: დამკვეთი იტოვებს უფლებას, მისი შეხედულებისამებრ, გამარჯვებულად გამოავლინოს და ხელშეკრულება გაუფორმოს ერთ ან რამდენიმე გადამზიდავს.

ტენდერის კატეგორია:

  • 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები
  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები
შეკითხვები