ჩაბარების ვადა:

4 დეკემბერი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T32808 - ტენდერი Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილების სისტემის (ჩილერის) შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 27 ნოემბერი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს კლინიკები აცხადებს ტენდერს Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილების სისტემის (ჩილერის) შესყიდვაზე.

1. შესყიდვის ობიექტის დანიშნულება

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილებისთვის განკუთვნილი ჩილერის სისტემა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის უსაფრთხო, უწყვეტ და საიმედო მუშაობას.

ელექტრომომარაგების პარამეტრები:

  • ფაზების რაოდენობა: 3 ფაზა;
  • სიხშირე: AC 50 Hz ±1 Hz;
  • ძაბვა: 400 V ±10%.

2. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები

შემოთავაზებული გაგრილების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:

  • დანიშნულება: Siemens MAGNETOM Flow MRI-ის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილება;
  • უწყვეტი მუშაობის რეჟიმი: 24/7;
  • სითბოს გაცემის სიმძლავრე: არანაკლებ 34 kW;
  • სითხის ნაკადი: არანაკლებ 80 ლ/წთ (±10 ლ/წთ), რეგულირების შესაძლებლობით;
  • სამუშაო ტემპერატურა: 6–14°C, რეგულირების შესაძლებლობით;
  • სამუშაო წნევა: 6 bar;
  • წნევის დანაკარგი IDU-ზე: არაუმეტეს 1 bar;
  • სითხის შემადგენლობა: 40% ეთილენგლიკოლი / 60% წყალი;
  • კომპრესორი, ტუმბო და ელექტროძრავები: Soft-Start ფუნქციით;
  • ბუფერული ავზი: დამზადებული უჟანგავი მასალისგან;
  • სარეზერვო გაგრილების სისტემა: ძირითადი სისტემის შესაბამისი წარმადობით.

3. მიერთებისა და მართვის სისტემის ტექნიკური მოთხოვნები

სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ კომპონენტებსა და ფუნქციებს:

  • MRI-სთან დამაკავშირებელი მილგაყვანილობა უნდა იყოს პოლიპროპილენის (PP) მასალისგან, 5/4 დიუმიანი დიამეტრით;
  • ციფრული ნაკადის სენსორი;
  • ორი ციფრული ტემპერატურის სენსორი მიწოდებისა და დაბრუნების ხაზებისთვის;
  • ფილტრაციის სისტემა 700 μm ფილტრით და ბაიპასის ფუნქციით;
  • სარეზერვო გაგრილების წრედი ცენტრალური წყალმომარაგების გამოყენებით;
  • მართვის პანელი LCD დისპლეით და ინგლისურენოვანი ინტერფეისით;
  • პროგრამირებადი მართვის სისტემა;
  • განგაშისა და გაუმართაობის შესახებ შეტყობინებების ფუნქცია;
  • სასურველია GSM/SMS შეტყობინების ფუნქციის არსებობა.

4. ექსპლუატაციის პირობები და დამატებითი ტექნიკური მონაცემები

შემოთავაზებული მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საექსპლუატაციო პირობებს:

  • განთავსების ტიპი: გარე განთავსებისთვის განკუთვნილი კორპუსი;
  • სამუშაო გარემოს ტემპერატურა: -15°C-დან +40°C-მდე;
  • ფარდობითი ტენიანობა: 0–90%;
  • ხმაურის დონე: მწარმოებლის მიერ მითითებული, dBA-ში.

მომწოდებელმა სატენდერო წინადადებაში აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი ტექნიკური მონაცემები:

  • სისტემის გაბარიტული ზომები (W × L × H);
  • მოწყობილობის სრული წონა;
  • ელექტროენერგიის მაქსიმალური მოხმარება (kW);
  • სისტემაში გამოყენებული სითხის სრული მოცულობა (ლიტრებში);
  • გაგრილების სითხის შეცვლის რეკომენდებული პერიოდულობა.

5. მიწოდება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება

მომწოდებელმა სრულად უნდა უზრუნველყოს შემდეგი მომსახურებები:

  • სისტემის ტრანსპორტირება და მიწოდება ქ. გორში;
  • ინსტალაციის პროცესის დაგეგმვა და შეთანხმება MRI-სა და კლინიკის ტექნიკურ წარმომადგენლებთან;
  • სისტემის სრული მონტაჟი და საჭირო კომუნიკაციებთან მიერთება;
  • სისტემის გამართვა, ტესტირება და ვალიდაცია;
  • მოწყობილობის ექსპლუატაციაში გაშვება;
  • კლინიკის შესაბამისი პერსონალის სწავლება;
  • მოწყობილობის სრული ტექნიკური ინსტრუქციის მოწოდება ინგლისურ ენაზე, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით;
  • მოკლე საექსპლუატაციო ინსტრუქციის მოწოდება ქართულ ენაზე, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით;
  • გეგმიური პრევენციული ტექნიკური მომსახურების (PPM) გრაფიკის წარმოდგენა.

6. შესაბამისობისა და საიმედოობის მოთხოვნა

  • შემოთავაზებული მოწყობილობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილების ტექნიკურ მოთხოვნებს.
  • სისტემამ უნდა უზრუნველყოს MRI მოწყობილობის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მუშაობა, მათ შორის, ძირითადი გაგრილების სისტემის შეფერხების შემთხვევაში, შესაბამისი სარეზერვო გაგრილების მექანიზმის გამოყენებით.

7. დამატებითი ინფორმაცია

  • ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული Excel ფაილი, რომელშიც მოცემულია შესყიდვის ობიექტის დამატებითი ტექნიკური პარამეტრები.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკმებერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტექნიკური საკითხების დაზუსტებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

ტელეფონი: 571 75 71 52
ელფოსტა: Nonmedical_procurements@vian.health

ტელეფონი: 577 20 42 16
ელფოსტა: gjalaghonia@clinics.ge

შენიშვნა: სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი მოწყობილობა და მისი ყველა ძირითადი კომპონენტი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს Siemens MAGNETOM Flow MRI-ის ჰელიუმის კომპრესორის უსაფრთხო, უწყვეტ და საიმედო გაგრილებას.

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 33113000 მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების მისაღები (მიმღები) აპარატურა
  • 45331230 გამაგრილებელი მოწყობილობების მონტაჟი
  • 50730000 გამაგრილებელი ჯგუფების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 80531200 პროფესიული მომზადება ტექნიკის სფეროში
შეკითხვები