4 დეკემბერი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T32808 - ტენდერი Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილების სისტემის (ჩილერის) შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს კლინიკები
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 ნოემბერი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 4 დეკემბერი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს კლინიკები აცხადებს ტენდერს Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილების სისტემის (ჩილერის) შესყიდვაზე.
1. შესყიდვის ობიექტის დანიშნულება
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილებისთვის განკუთვნილი ჩილერის სისტემა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს მოწყობილობის უსაფრთხო, უწყვეტ და საიმედო მუშაობას.
ელექტრომომარაგების პარამეტრები:
- ფაზების რაოდენობა: 3 ფაზა;
- სიხშირე: AC 50 Hz ±1 Hz;
- ძაბვა: 400 V ±10%.
2. ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები
შემოთავაზებული გაგრილების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ მოთხოვნებს:
- დანიშნულება: Siemens MAGNETOM Flow MRI-ის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილება;
- უწყვეტი მუშაობის რეჟიმი: 24/7;
- სითბოს გაცემის სიმძლავრე: არანაკლებ 34 kW;
- სითხის ნაკადი: არანაკლებ 80 ლ/წთ (±10 ლ/წთ), რეგულირების შესაძლებლობით;
- სამუშაო ტემპერატურა: 6–14°C, რეგულირების შესაძლებლობით;
- სამუშაო წნევა: 6 bar;
- წნევის დანაკარგი IDU-ზე: არაუმეტეს 1 bar;
- სითხის შემადგენლობა: 40% ეთილენგლიკოლი / 60% წყალი;
- კომპრესორი, ტუმბო და ელექტროძრავები: Soft-Start ფუნქციით;
- ბუფერული ავზი: დამზადებული უჟანგავი მასალისგან;
- სარეზერვო გაგრილების სისტემა: ძირითადი სისტემის შესაბამისი წარმადობით.
3. მიერთებისა და მართვის სისტემის ტექნიკური მოთხოვნები
სისტემა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ კომპონენტებსა და ფუნქციებს:
- MRI-სთან დამაკავშირებელი მილგაყვანილობა უნდა იყოს პოლიპროპილენის (PP) მასალისგან, 5/4 დიუმიანი დიამეტრით;
- ციფრული ნაკადის სენსორი;
- ორი ციფრული ტემპერატურის სენსორი მიწოდებისა და დაბრუნების ხაზებისთვის;
- ფილტრაციის სისტემა 700 μm ფილტრით და ბაიპასის ფუნქციით;
- სარეზერვო გაგრილების წრედი ცენტრალური წყალმომარაგების გამოყენებით;
- მართვის პანელი LCD დისპლეით და ინგლისურენოვანი ინტერფეისით;
- პროგრამირებადი მართვის სისტემა;
- განგაშისა და გაუმართაობის შესახებ შეტყობინებების ფუნქცია;
- სასურველია GSM/SMS შეტყობინების ფუნქციის არსებობა.
4. ექსპლუატაციის პირობები და დამატებითი ტექნიკური მონაცემები
შემოთავაზებული მოწყობილობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საექსპლუატაციო პირობებს:
- განთავსების ტიპი: გარე განთავსებისთვის განკუთვნილი კორპუსი;
- სამუშაო გარემოს ტემპერატურა: -15°C-დან +40°C-მდე;
- ფარდობითი ტენიანობა: 0–90%;
- ხმაურის დონე: მწარმოებლის მიერ მითითებული, dBA-ში.
მომწოდებელმა სატენდერო წინადადებაში აუცილებლად უნდა მიუთითოს შემდეგი ტექნიკური მონაცემები:
- სისტემის გაბარიტული ზომები (W × L × H);
- მოწყობილობის სრული წონა;
- ელექტროენერგიის მაქსიმალური მოხმარება (kW);
- სისტემაში გამოყენებული სითხის სრული მოცულობა (ლიტრებში);
- გაგრილების სითხის შეცვლის რეკომენდებული პერიოდულობა.
5. მიწოდება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება
მომწოდებელმა სრულად უნდა უზრუნველყოს შემდეგი მომსახურებები:
- სისტემის ტრანსპორტირება და მიწოდება ქ. გორში;
- ინსტალაციის პროცესის დაგეგმვა და შეთანხმება MRI-სა და კლინიკის ტექნიკურ წარმომადგენლებთან;
- სისტემის სრული მონტაჟი და საჭირო კომუნიკაციებთან მიერთება;
- სისტემის გამართვა, ტესტირება და ვალიდაცია;
- მოწყობილობის ექსპლუატაციაში გაშვება;
- კლინიკის შესაბამისი პერსონალის სწავლება;
- მოწყობილობის სრული ტექნიკური ინსტრუქციის მოწოდება ინგლისურ ენაზე, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით;
- მოკლე საექსპლუატაციო ინსტრუქციის მოწოდება ქართულ ენაზე, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით;
- გეგმიური პრევენციული ტექნიკური მომსახურების (PPM) გრაფიკის წარმოდგენა.
6. შესაბამისობისა და საიმედოობის მოთხოვნა
- შემოთავაზებული მოწყობილობა სრულად უნდა შეესაბამებოდეს Siemens MAGNETOM Flow მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის ჰელიუმის კომპრესორის გაგრილების ტექნიკურ მოთხოვნებს.
- სისტემამ უნდა უზრუნველყოს MRI მოწყობილობის უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მუშაობა, მათ შორის, ძირითადი გაგრილების სისტემის შეფერხების შემთხვევაში, შესაბამისი სარეზერვო გაგრილების მექანიზმის გამოყენებით.
7. დამატებითი ინფორმაცია
- ტექნიკური მახასიათებლების შესახებ დამატებითი და დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული Excel ფაილი, რომელშიც მოცემულია შესყიდვის ობიექტის დამატებითი ტექნიკური პარამეტრები.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 4 დეკმებერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ტექნიკური საკითხების დაზუსტებისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ტელეფონი: 571 75 71 52
ელფოსტა: Nonmedical_procurements@vian.health
ტელეფონი: 577 20 42 16
ელფოსტა: gjalaghonia@clinics.ge
შენიშვნა: სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი მოწყობილობა და მისი ყველა ძირითადი კომპონენტი უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს Siemens MAGNETOM Flow MRI-ის ჰელიუმის კომპრესორის უსაფრთხო, უწყვეტ და საიმედო გაგრილებას.
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 33113000 მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების მისაღები (მიმღები) აპარატურა
- 45331230 გამაგრილებელი მოწყობილობების მონტაჟი
- 50730000 გამაგრილებელი ჯგუფების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
- 80531200 პროფესიული მომზადება ტექნიკის სფეროში