ჩაბარების ვადა:
18 მარტი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT429 - ფასთა გამოკითხვა ტრანსფორმატორის შეკეთებაზე
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ იწვევს დაინტერესებულ პირებს ფასთა გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად.
შესაძენი მომსახურება: ტრანსფორმატორის შეკეთების სამუშაოები (იხ. დანართი)
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- პრედენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (იურიდიული სახელწოდება, საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
- ცნობა, რომ პრედენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ.
ფასთა გამოკითხვის ჩაბარების პირობები:
- წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 18 მარტის 17:00 სთ-მდე შპს „საქნახშირი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“-ს ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის ქ. #13;
- გამარჯვებულის შერჩევა მოხდება შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ფასი, გადახდის პირობა.
შედეგები ცნობილი იქნება 2015 წლის 19 მარტს.
დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ საკონტაქტო ნომერზე: 599 091210 დავითი