ჩაბარების ვადა:

20 სექტემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T10564 - ტენდერი კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში მონაწილეობის მიღებას და  ჰოსპიტალის კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, პრეტენდენტს განემარტოს შემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს სს „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“.

2. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:

შერჩევა  ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება 5 სექტემბერი 2021წ.
    - სატენდერო წინადადებების მიღება 20 სექტემბერი 2021წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ/ებ/ის გამოვლენა 3 ოქტომბერი 2021
    - ხელშეკრულების გაფორმება 4 ოქტომბერი 2021
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

3. ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები: 

  • შესყიდვის ობიექტი - სს„დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის“ ( ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. 83ა) - კვებითი მომსახურებით უზრუნველყოფა. 

4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • სამუშაოების შესრულების ფასი
  • შესრულების ვადები
  • საგარანტიო პირობები
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

5. კონტრაქტორის ვალდებულებები:

  • ჰქონდეს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება კვებით მომსახურების სფეროში.
  • ხელშეკრულებითა და წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკაშვირებული სხვა დოკუმენტებით განსაზღრული პირობების/ვალდებულებების განუხრელი დაცვა და შესრულება;
  • სატენდერო დოკუმენტებისა და სარეკონსტრუქციო უბნის შემოწმება

(ხელშეკრულების ხელმოწერამდე კონტრაქტორი ვალდებულია შეამოწმოს სარეკონსტრუქციოობიექტი, გაეცნოს სარეკონსტრუქციო უბნის ზოგად მდგომარეობას, არსებულ ან/და მომიჯნავე შენობა-ნაგებობებს და შეაგროვოს ყველა ინფორმაცია, რაც საჭიროა სარეკონსტრუქციო სამუშაოების სწორი დაგეგმარების, გაანგარიშებისა და განფასებისთვის, როგორც ეს სატენდერო დოკუმენტებშია მოთხოვნილი. თუ მის მიერ ჩატარებული შესწავლა გამოავლენს, რომ სამუშაოთა მოცემულობა საჭიროებს გარკვეულ ცვლილებებსა ან/და დამატებებს, ამ საკითხების ნუსხა ხელშეკრულების ხელმოწერამდე უნდა იქნას წარმოდგენილი და შეთანხმებული შემსყიდველთან);

  • ხელშეკრულების გაფორმებამდე კონტრაქტორი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს სამუშაოების შესრულების დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომელიც შესაბამისობაში იქნება ხელშეკრულების პირობებთან და სატენდერო მოთხოვნებთან და რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი გახდება.

6. დოკუმენტაცია / საშემსრულებლო ნახაზები:

ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისთვის კონტრაქტორმა უნდა მოამზადოს შემდეგი დოკუმენტები:

  • დოკუმენტაცია გამოყენებული მასალების შესახებ;
  • საშემსრულებლო ნახაზები, რომლებიც წარმოდგენილი უნდა იქნას მარკირებული და აკინძული ეგზემპლარის სახით და ასევე ციფრულ ფორმატში (PDF და DWG ფაილები).

7. სატენდერო წინადადება:

(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:

  • პრეტენდენტი იურიდიული პირის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა სასამართლოდან, რომ პრეტენდენტის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სამართალწარმოება;
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ქვეკონტრაქტორების ჩამონათვალი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესრულებული პროექტების ჩამონათვალი, მსგავსი პროფილის სამუშაოებზე აქცენტირებით, სამუშაოს განხორციელების ვადებისა და ბიუჯეტების მითითებით;
  • მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
  • ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
  • კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
  • პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი #4-ს სახით;
  • შევსებული და ხელმოწერილი ხარჯთაღრიცხვა ლარში - მოცემული და დადგენილი დანართი #5-ს სახით; ასევე ელექტრონული ფაილი ექსელის ფორმატში;
  • მის საკუთრებაში არსებული სამშენებლო ტექნიკის დეტალური ჩამონათვალი(ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.

პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ს სახით წარმოდგენილ ნარდობის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე; ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.

8. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:

შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:

  • პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
  • პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
  • მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
    - სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
    - არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
    - არ შეესაბამება სინამდვილეს;
    - ყალბია.
  • არსებობს სხვა ობიექტური გარმოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.

9. კონფიდენციალურობა:

პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილებში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 20 სექტემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nsaghinashvili@evex.ge

ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, რომლის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგია:
გუბაზ შარაშენიძე
+995591451870

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    13 სექტემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა