ჩაბარების ვადა:
        
    5 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1080 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 5 თებერვალი 2016 დრო 17:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს აჭარის მასშტაბით სერვისცენტრების დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე;
მომსახურების დასახელება:
- დასუფთავების მომსახურება აჭარის მასშტაბით შემდეგ მისამართებზე: 
1. ბათუმი, აბაშიძის ქ. 58ა
2. ბათუმი, 26 მაისის ქ.7 (ქოლექშენი)
3. ბათუმი, რუსთაველის ქ. 22
4. ბათუმი, რუსთაველის ქ. 40, სასტუმრო „ჰილტონი“
5. ბათუმი, თამარ მეფის გზატკეცილი/თამარ მეფის გზატკეცილი, ბათუმი ცენტრალი 
დამატებითი მოთხოვნები:
- წარმოდგენილი ფასები უნდა შეიცავდეს ყველა სახის გადასახადს.
 - მომწოდებელმა უნდა ატვირთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია PDF ან Word–ის ფორმატში: 
1. საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
2. კომპანიის სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
3. კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია), დაარსების თარიღი, რეკომენდაციები, ა.შ.); - მომწოდებელმა ვებ გვერდზე უნდა ატვირთოს დეტალური შეთავაზება ფასის შეთავაზებასთან ერთად;
 - შემოთავაზებული ფასები უნდა მოიცავდეს ყველა სახის აღჭურვილობითა და ინვენტარით უზრუნველყოფას, რაც საჭირო იქნება დასუფთავების მომსახურებისათვის;
 
მომსახურე კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- დამლაგებელს უნდა ეცვას უნიფორმა (ბანკთან შეთანხმებით). დამლაგებლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 45 წელს;
 - დასუფთავების ფასში უნდა შევიდეს სერვის ცენტრების ფასადების, სარეკლამო ბილბორდების და ბანკომატების წმენდა-დასუფთავება;
 - კომპანიამ უნდა დანიშნოს ზედამხედველი , რომელიც იქნება პასუხისმგებელი ხარისხზე და დისციპლინაზე (ანალოგიურ ობიექტებზე მუშაობის გამოცდილებით);
 - დამლაგებელი უნდა იყოს აღჭურვილი დასუფთავებისთვის განკუთვნილი თანამედროვე ინვენტარით. (გამორიცხულია ე.წ. ხის ჯოხი, ცოცხი და ასე შემდეგ);
 - ყველა ობიექტზე უნდა იყოს მტვერსასრუტები, მეტლახის საწმენდი და სპეც მანქანები (იხ. სურათი მიმაგრებულ დოკუმენტში);
 - დამლაგებელი აღჭურვილი უნდა იყოს ფასადის რეცხვის თანამედროვე ტექნოლოგიებით.
 - დასუთავება-დალაგებაში უნდა შევიდეს ყველა ობიექტის ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება მოთხოვნის შესაბამისად და დისპენსერების უფასო მოწყობა.
 - შენობაში დერატიზაცია, დეზინსექცის ოპერატიული კონტროლი.
 - ყველა ობიექტის შესასვლელში (ამინდის გათვალისწინებით) უნდა მოეწყოს წყალ–მტვერ გაუმტარი ხალიჩები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებენ ობიექტის დაბინძურებას;
 - ყველა გამოყენებული საშულებები, რომლითაც მოხდება ობიექტის დასუფთავება (იგულისხმება ხსნარები და ასე შემდეგ) უნდა იყოს სერთიფიცირებული და არ უნდა იწვევდეს ადამიანის ჯამრთელობის დაზიანებას.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბესო ქიტიაშვილს +995555000778
დამატებითი ინფორმაცია:
- ტენდერის ვადა განისაზღვრება 2016 წლის 26 იანვრიდან – 2016 წლის 5 თებერვლის ჩათვლით;
 - ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება გენერალური ხელშეკრულება 6 თვის პერიოდით;
 - თანხის გადახდა მოხდება ყოველი თვის 30 რიცხვამდე;
 - გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზების ფასი მიუთითოთ შესაბამის გრაფებში, შესაბამისი პუნქტების გასწვრივ;
 - გთხოვთ, ჯამური ფასები მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი); 0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
 - კონკრეტული ტენდერის შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობის დროს მომწოდებელს შეუძლია კითხვა–პასუხის რეჟიმში მიიღოს სასურველი ინფორმაცია კონკრეტული ტენდერის პანელში „შეკითხვები შემსყიდველს“;
 - შემოთავაზებები მომწოდებლისათვის გახდება ანონიმური ტენდერის დასრულებამდე 3 (სამი) საათით ადრე.
 
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2016 წლის 5 თებერვალი, 17:00 საათი.
სატენდერო წინადადების ატვირთვა უნდა განხორციელდეს ს.ს. "საქართველოს ბანკის" საიტის მეშვეობით, რომელზეც მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, შევიდეს სისტემაში და შესაბამისი ტენდერის არჩევის შედეგად მიიღოს მასში მონაწილეობა.
ბმული საქართველოს ბანკის შესყიდვების ვებ-გვერდზე:
http://tenders.bog.ge/?action=tender&id=518&lang=geo