
2 თებერვალი 2016, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT1082 - ტენდერი ნავთობბაზის ქირაობაზე
ტენდერის აღწერილობა:
რომპეტროლ საქართველო აცხადებს ტენდერს “ნავთობბაზის ქირაობაზე”.
დანიშნულება:
ტენდერის მიზანია ნავთობბაზის პოვნა (მოკლე ვადიანი პერიოდით) პროდუქტების მარაგისთვის/ ბენზიმზიდების დატვირთვა/ რკინიგზის ვაგონების გადმოტვირთვა. აღნიშნული ბაზა გვესაჭიროება რომპეტროლ საქართველოს ნავთობბაზის რეკონსტრუქციის დროს გამოსაყენებლად.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სატენდერო სახელმძღვანელო
- კითხვარი
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- პრეტენდენტის დასახელება, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის სახელი და გვარი;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (რეგისტრირებული ფიზიკური პირებისთვის ცნობა სასამართლოდან პირის ქმედუნარიანობის შესახებ);
- ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმე;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ.
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა;
- შენიშვნა: წერილების/ცნობების გაცემის თარიღი არ უნდა იყოს 20.01.2016-ზე ადრე.
ასევე თან უნდა დაერთოს ქვემოთ წარმოდგენილი დოკუმენტები და სერტიფიკატები დამოწმებული პრეტენდენტის ბეჭდით და ხელმოწერით;
- სერვისის ღირებულება- დოლარი ტონაზე გადაზიდვისას ან დოლარში ქირის ღირებულება თვეში
- საბუთი/ საგარანტიო წერილი, რომ ნავთობბაზა არის სამუშაო მდგომარეობაში
- ნავთობბაზის ნახაზი
- ნავთობბაზის ტექნიკური სპეციფიკაცია
- რეზერვუარების კალიბრაცია
- შევსებული კითხვარი
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე.
ტენდერის პირობები:
- ნავთობბაზას მინიმალური მოცულობა 5000 კბ/მ
- მინიმალური რეზერვუარის მოცულობა 1000 კბ/მ
- მინიმალური რეზერვუარების რაოდენობა - 3 (მოხდება 3 სხვადასხვა პროდუქტის შენახვა)
- რეზერვუარებს უნდა ჰქონდეს კალიბრაცია
- მინიმუმ 2 დატვირთვის ხაზი. დატვირთვის ხაზი უნდა იყოს აღჭურვილი მრიცხველებით და ტუმბოებთ)
- ნავთობბაზას უნდა ჰქონდეს მისასვლელი ლიანდაგის ჩიხი, მინუმუმ 4 ვაგონის მიღების საშუალებით.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
გთხოვთ დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება: “ნავთობბაზის ქირაობა”
- პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის დასახელება და სრული მისამართი
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა)
- წარწერა: "კონფიდენციალურია"
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვათ თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი
სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:
ქ.თბილისი, 0160, დ.გამრეკელის ქ.19
შემოთავაზების მიღება მთავრდება 02.02.2016 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
რომპეტროლ საქართველო
საქართველო, ქ. თბილისი 0160,
დ. გამრეკელის ქ. # 19
შესყიდვებსი განყოფილება
ელენე ანგელოვა
ტელ: (+995) 591 51 19 93
ელ.მისამართი: elene.angelova@rompetrol.com