ჩაბარების ვადა:

30 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T10949 - კონკურსი სადისტრიბუციო კომპანიების შესარჩევად

კონკურსის აღწერილობა:

შპს ბლუმ გრუპი -  რომელიც მოღვაწეობს წასამხესებლისა და ხილის იმპორტის ინდუსტრიაში, მოხარულია გაცნობოთ დისტრიბუტორობის შესაძლებლობის შესახებ, კომპანიებისთვის, რომლებიც ბაზირებულები არიან საქართველოში.

შპს ბლუმ გრუპ
არის მრავალი კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) ჩვენ ვფლობთ საკუთარ ტემპერატურული რეჟიმის საწყობებს და საჭირო სამუშაო ძალას თბილისში.

ამჟამად ვეძებთ კომპანიებს რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ავტოპარკი მძღოლებით და პრისელერებით, შეუძლიათ ეფექტურად დაფარონ მათზე მინიჭებული ზონა/რეგიონი. ჩვენი მომავალი პარტნიორიდან ველოდებით ტექნიკურად გამართულ ავტოპარკს, პროდუქტის სწრაფ გაყიდვებს და დადებით ქეშფლოუს.

ჩვენს მომავალ დისტრიბუტორ პარტნიორებს ვთავაზობთ:

  • ექსკლუზიურ დისტრიბუციის უფლებას თქვენს მიერ არჩეულ რეგიონალურ ზონაში
  • მარაგებზე ხელმისაწვდომობას
  • სრულ მარკეტინგულ მხარდაჭერას მათ შორის ონლაინ რეკლამას, გაყიდვის წერტილების მარკეტინგულ მასალებს, ნიმუშებს, პირდაპირ და სავაჭრო მარკეტინგში მხარდაჭერას, მერჩენდაიზინგის პროცესში მხარდაჭერას.
  • კონკურენტუნარიან მოგების მარჟას
  • საყოველთაოდ ცნობილ ბრენდებს

თუ თქვენი კომპანია დაინტერესებულია ჩვენთან პარტნიორობით, გთხოვთ წერილობით წარმოადგინოთ ჩვენს ელ.ფოსტაზე:

  • რომელი ზონა/რეგიონი გაინტერესებთ სადისტრიბუციოდ
  • მცირე აღწერა თქვენი ბიზნესისა, გამოცდილებისა, თუ შეგიძლიათ საბანკო ან უძრავი ქონების გარანტიის წარმოდგენა სადისტრიბუციო პროდუქციის ღირებულების შესაბამისად, ლიკვიდური თანხები, ავტოპარკის ტიპი და რაოდენობა.

გთხოვთ გამოგზავნოთ ზემოთ ნახსენები ინფორმაცია: info@bloomgroup-ge.com და სათაურში მიუთითოთ განცხადების სათაური, წინააღგმდეგ შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

ჩვენი საკონტაქტო ნომრებია:
მობ: +995 555 038 030
მობ: +995 591 406 144

ტენდერის კატეგორია:

  • 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი