ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

არ შედგა

E
ელ. ტენდერი
T10955 - ტენდერი ქარელის რაიონულ საავადმყოფოში მე-3 სართულზე სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 5 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ალიანს მედი („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ტენდერში - ქარელის რაიონულ საავამდყოფოში მე-3 სართულზე სარემონტო სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია,პრეტენდენტს განემარტოსშემსყიდველის მოთხოვნები და პირობები სრულყოფილი სატენდერო წინადადების წარსადგენად.

ტენდერში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებას გააფორმებს შპს ალიანს მედი.

შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:

  • პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2021 წლის 5 ნოემბრის 18:00 საათისა.
  • შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის (შემდგომში „კონტრაქტორი“) გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
  • საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
  • საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
  • ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:
    - ტენდერის გამოცხადება: 22 ოქტომბერი 2021წ.
    - სატენდერო წინადადებების მიღება: 5 ნოემბერი 2021წ.
    - გამარჯვებული პრეტენდენტ(ებ)ის გამოვლენა: 5 ნოემბერი 2021წ.
    - ხელშეკრულების გაფორმება: 9 ნოემბერი 2021წ.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
  • ტენდერისშეჩერების/ შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება იმავე საკომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.
  • შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან / შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება იმავე საკომომუნიკაციო არხით, რითიც განხორციელდება ტენდერის გამოცხადება.

ტენდერით შესასყიდი მომსახურების აღწერილობა / სპეციფიკაციები, შესყიდვის ობიექტი:

  • შპს ალიანს მედი ქალაქ ქარელი, ფანასკერტელიN30 კლინიკის მე-3 სართულზე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
  • სამუშაოთა ჩამონათვალი განსაზღვრულია დანართში #5- ხარჯთაღრიცხვა.
  • სატენდერო წინადადება მომზადებულ უნდა იქნას დანართ #5-ში განსაზღვრული მოცულობების მიხედვით.
  • სამუშაოების დასრულების მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია 25 (ოცდახუთი) კალენდარული დღეხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან.

დამატებითი პირობები:

  • აუცილებელია ობიექტის დათავლიერება სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე.

შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • კონტრაქტორის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და პრეტენდენტის მეირ წარმოდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გათვალისწინებით.
  • მიუხედავად შემსყიდველის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებისა, პრეტენდენტი არ არის უფლებამოსილი ნებისმიერი მატერიალური დანახარჯის ან/და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც მას შეიძლება მიადგეს ტენდერში მონაწილეობით, წარსადგენი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებით, ან/და იმ მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც აუცილებელია მისი მიერ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში.

სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • სამუშაოების შესრულების ფასი
  • შესრულების ვადები
  • საგარანტიო ვადა
  • საგარანტიო პერიოდში რეაგირების ვადა;
  • კომპანიის გამოცდილება / სანდოობა / სტაბილურობა
  • საკვალიფიკაციო მონაცემების სრულყოფილება

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 300,000 ლარი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 5 ნოემბერი, 18:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: Clinics_procurement@evex.ge

ობიექტზე ვიზიტის თარიღი და დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველის წარმომადგენელთან, საკონტატქო: 599466373 ვახტანგ ბოჭორიშვილი

ტენდერის კატეგორია:

  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება

დოკუმენტაცია

დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ დანართი #2 - ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ
დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე დანართი #3 - შეთანხმება კონფიდენციალურობაზე
დანართი #4 - დანართი #4 -
დანართი #5- ხარჯთაღრიცხვა დანართი #5- ხარჯთაღრიცხვა
დანართი #6 - ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში დანართი #6 - ნარდობის ხელშეკრულების ნიმუში
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
RFP-ტენდერი შპს ალიანს მედი- კლინიკის მე-3 სართულზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება RFP-ტენდერი შპს ალიანს მედი- კლინიკის მე-3 სართულზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება
ყველას ჩამოტვირთვა

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    28 ოქტომბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა