ჩაბარების ვადა:

12 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10970 - ტენდერი ციფრული სტაციონარული რენტგენის აპარატის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ტენდერს ციფრული სტაციონარული რენტგენის აპარატის შესყიდვაზე.

აპარატის ზოგადი მონაცემები:

  • ციფრული სტაციონარული რენტგენის აპარატი (ახალი) ან ციფრული სტაციონარული რენტგენის აპარატი (მეორადი (Refurbished), მწარმოებლის ქარხნული გარანტიით);
  • ციფრული რენტგენო-ფლუროსკოპიული სისტემა;
  • რენტგენოგრაფია და რენტგენოსკოპია უნდა ხორციელდებოდეს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ პოზიციაში;
  • აპარატს უნდა გააჩნდეს მობილური ტუბუსი;
  • რენტგენის მილაკის ბრუნვა უნდა იყოს - 90/180 და +30
  • ფოკუსის გაზრდის შესაძლებლობა, რომელიც საკვლევი არის ერთ გამოსახულებაში მიღების საშუალებას იძლევა, ანუ მაგალითისთვის აპარატს უნდა ქონდეს ერთდროულად ზრდასრული ადამიანის ორივე ფილტვის გაშუქების შესაძლებლობა;
  • წარმადობა: 50 პაციენტი დღის განმავლობაში;
  • მინიმალური სიმძლავრე 50კვ;
  • პაციენტის მაგიდის ტვირთამწეობა მინიმუმ 150 კილოგრამი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები;

  • კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით;
  • სატენდერო წინადადება აპარატის მონაცემებით და თანდართული ფასით (ღირებულება უნდა მოიცავდეს ჩამოტანის, ადგილზე მიწოდების და მონტაჟის ფასს).
  • სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს სრულ საგარანტიო უფასო სერვისს.
  • საგარანტიო ვადის გასვლის შემდგომ კომპანიას უნდა შეეძლოს სრული სერვისით უზრუნველყოფა შემოთავაზებულ აპარატზე.
  • უპირატესობა მიენიჭება იმ აპარატს, რომლის ანალოგიც განთავსებული იქნება ქ.თბილსიში არსებულ მინიმუმ 1 კლინიკაში. (აღნიშნული ინფორმაციაც წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო ტოკუმენტაციასთან ერთად).
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არარსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო დოკუმენტაცია მოწოდებული უნდა დალუქული კონვერტის სახით მისამართზე: ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12.
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი, ტენდერის დასახელება და საკონტაქტო პირის მონაცემები.

სატენდერო დოკუმენტაციის მოწოდების ბოლო ვადაა: 12.11.2021 წ. (18:00 - მდე)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
თემურ ქოპილაშვილი
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ქ.თბილისი, კალოუბნის ქ.12
ტელ.: (+995) 577 39 89 45
E-mail: t.kopilashvili@medison.ge ან t.kopilashvili@medison.com.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები