ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2021, 15:00

სტატუსი:

გაფორმებული

E
ელ. ტენდერი
T10974 - ტენდერი თბილისი მოლის მაღალი ძაბვის სადგურების ტექნიკურ მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს მაღალი ძაბვის სადგურების ტექნიკურ მომსახურებაზე.

ზოგადი ინფორმაცია:

  • სავაჭრო ცენტრი „თბილისი მოლის“ შენობა მდებარეობს დავით აღმაშენებლის ხეივნის N 213.
  • მოცემული შენობა, შედგება სამი ბლოკისაგან (A, B და C ბლოკებისგან). შენობის -3 და -4 სართულებზე განლაგებულია 5 სატრანსფორმატორო სადგური, რომლებიც შედგება 10 მშრალი ტრანსფორმატორის და 5 მაღალი ძაბვის გამანაწილებელი მოწყობილობებისგან, რომლებიც შედგება 10 ამორთველის და 10 გამთიშველისაგან.

ტექნიკური დასკვნა:

  •  ზემო აღნიშნულ მოწყობილობებზე საჭიროა მოხდეს ტექნიკური მომსახურება.

ტექნიკური მომსახურება უნდა მოიცავდეს:

  • ტრანსფორმატორების უქმი სვლის დანაკარგის გაზომვა.
  • ტრანსფორმატორის საიზოლაციო მახასითებლების გაზომვა.
  • ტრანსფორმატორის გრაგნილის წინაღობის გაზომვა მუდმივი დენით.
  • ტრანსფორმაციის კოეფიციენტის გაზომვა.
  • ტრანსფორმატორის პოლარობის გაზომვა.

მაღალი ძაბვის გამთიშველის და ამომრთველის:

  • საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
  • გარდამავალი წინაღობის გაზომვა.
  • ამორთვის მახასიათებლის ტესტირება
  • მაღალი ძაბვით გამოცდა.(40კვ-ი)

ტრანსფორმატორების მკვებევი 10კვ-ნი კაბელების:

  • მაღალი ძაბვით გამოცდა.
  • საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.

10 კვ-ნი სექციის:

  • საიზოლაციო მახასიათებლის გაზომვა.
  • მაღალი ძაბვით გამოცდა.(40კვ-ი)

სტანდარტული სამუშაოები:

  • კონტაქტების გასინჯვა;
  • მოწყობილობების დასუფთავება.

უსაფრთხოების ნორმები:

  • ყველა სამუშაო, რომელიც იწარმოებს მოლში და მის გარშემო ტერიტორიაზე უნდა აკმაყოფილებდეს შრომის და პირადი უსაფრთხოების ნორმებს.
  • სამუშაოს შემსრულებელს უნდა ჰქონდეს საკვალიფიკაციო მოწმობა, ამაღლებული ძაბვით ელ. დანადგარების გამოცდის ნებართვა.
  • სამუშაოთა დაწყების წინ მოლის უსაფრთხოების მენეჯერი კონტრაქტორების შემადგენლობას გააცნობს უსაფრთხოების ნორმებს.
  • სამუშაოთა წარმოება დაშვებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა იქნება ხელმოწერილი დოკუმენტი, მომუშავე პერსონალისა და მოლის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ.

განფასება:

  • წარმოდგენილ განფასებაში უნდა იყოს მითითებული ყველა სახის დანახარჯი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • სატენდერო წინადადებების წარდგენა უნდა მოხდეს ელექტრონულად, www.tenders.ge-ზე, დახურული კონვერტის პრინციპით.
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 8 ნოემბერი, 15:00 სთ;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის კატეგორია:

  • 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    4 ნოემბერი 2021 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა