ჩაბარების ვადა:

16 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T10979 - ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 16 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

სს „ტერაბანკი“ აცხადებს ტენდერს საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე.

შეკვეთის და მოწოდების პირობები:

  • საკანცელარიო ნივთების (იხ. თანდართული ფაილი)შესყიდვა მოხდება თვეში ერთხელ, თბილისის მასშტაბით და ორ თვეში ერთხელ რეგიონებში, ყოველი თვის 15-დან 20 რიცხვამდე.
  • თბილისის მასშტაბით მოწოდება უნდა მოხდეს შეკვეთის მიცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 სამუშაო დღის მანძილზე, ხოლო რეგიონებში არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა;
  • ტენდერი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო ფასის მქონე ერთი კომპანია, მეორე ეტაპზე მოხდება ნიმუშების წარმოდგენა და განხილვა.

თანდართულ დოკუმენტებში იხილეთ:

  • საკანცელარიო ნივთების ჩამონათვალი და წლიური საპროგნოზო რაოდენობები;
  • ფილიალებისა და სერვის ცენტრების ჩამონათვალი;
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

სატენდერო დოკუმენტების განხილვის შედეგად სატენდერო კომისია შეარჩევს კომპანიას, რომელიც შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს, ხარისხს და მომსახურების პირობებს, რომელთანაც გაფორმდება ერთწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება პროდუქციის მოწოდებაზე.

სატენდერო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას და ინფორმაციას:

  • ფასთა ცხრილი, როგორც ერთეულის ასევე ჯამური საპროგნოზო რაოდენობის გათვალისწინებით. (შევსებული თანდართული ფაილის შესაბამისად) ასევე (ჩაწერილი CD-ზე ან Flash ბარათზე), ფასები უნდა მოიცავდეს დღგ-ს და ტრანსპორტირებას (ფილიალებში და სერვის ცენტრებში ადგილზე მიტანას);
  • კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი
  • მინიმუმ სამი ორიგინალი სარეკომენდაციო წერილი ბოლო (6 თვის);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან დავალიანების არქონის შესახებ;
  • საბანკო ამონაწერს ან ცნობას საბანკო ანგარიშებზე ბრუნვის შესახებ ბოლო (6 თვის)
  • შეთანხმება კონფიდენციალურობაზე (იხ. თანდართული ფაილი);

აუცილებელი პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ბანკი ანგარიშწორებას აწარმოებს მხოლოდ სს „ტერაბანკში“ გახსნილ საბანკო ანგარიშზე

გთხოვთ კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, მობ.ნომერი/ტელეფონი,ელ-ფოსტა;მისამართი);
  • ტენდერის დასახელება – „ტენდერი საკანცელარიო საქონლის მომწოდებლის შერჩევაზე”;
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2021 წლის, 16 ნოემბერი 
  • სატენდერო განაცხადი სს „ტერაბანკს“ ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: თბილისი 0103, წმ ქეთევან დედოფლის გამზ. 3

ტექნიკური საკითხების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბექა გოგორიშვილს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: Beka.Gogorishvili@terabank.ge; მობ: 595 14 99 22 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 / (შიდა 3233);

ტენდერის პროცედურების, ვადების და მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის შესახებ დაუკავშირდით ირაკლი მიქაძეს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: irakli.mikadze@terabank.geმობ: 595 60 01 04 ან ქალაქის ტელეფონზე 255 00 00 /  (შიდა 2005)

შენიშვნა: ბანკი იტოვებს უფლებას არ განიხილოს შემოსული წინადადება, რომელშიც არასრულად იქნება წარმოდგენილი მოხოვნილი დოკუმენტაცია.

ტენდერის კატეგორია:

  • 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა ნაბეჭდი საკანცელარიო ნივთები
  • 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა