
ჩაბარების ვადა:
12 თებერვალი 2016, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT1099 - ტენდერი პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. შეიცვალა პლანშეტური კომპიუტერების რაოდენობა და სპეციფიკაციები.
ტენდერის აღწერილობა:
სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს პლანშეტური კომპიუტერების შესყიდვაზე;
გთხოვთ თქვენი შემოთავაზებები წარმოადგინოთ მითითებული სპეციფიკაციების მიხედვით, იხილეთ მიმაგრებული დოკუმენტი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ:
- კომპანიის მიმოხილვა (განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 3 წელიწადია დაფუძნებული) ყველა დამფუძნებლის და მფლობელის ინფორმაციის მითითებით
- საგარანტიო ვადები და პირობები
- მოწოდების ვადები და პირობები (მოწოდება ხდება თბილისის სათაო ოფისში მდებარე ჭავჭავაძის #74-ში)
- ანგარიშსწორების პირობები
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 2016 წ. 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ”ლიბერთი ბანკი”, ი. ჭავჭავაძის 74, თბილისი 0162
გთხოვთ შემოთავაზებები მოგვაწოდოთ კონვერტში და მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია
- სატენდერო კომიტეტი, სს „ლიბერთი ბანკი“(ტენდერი პლანშეტების შეძენაზე).
სს ”ლიბერთი ბანკი”
დამატებითი შეკითხვები შემთხვევაში დაუკავშირდით:
ირაკლი ადამაშვილი - 591284202