10 ნოემბერი 2021, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T10999 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 28 ოქტომბერი 2021 დრო 12:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 10 ნოემბერი 2021 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ აცხადებს ელექტრონულ ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე.
 შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | რაოდენობა | 
| 
 პერსონალური კომპიუტერი პროცესორი - Intel Pentium ოპერატიული - 8GB მყარი დისკი - SSD 256GB  | 
1 | 
| 
 პერსონალური კომპიუტერი პროცესორი - Intel Core i3 ოპერატიული - 8GB მყარი დისკი - SSD 256GB  | 
1 | 
| 
 პერსონალური კომპიუტერი პროცესორი - Intel Core i3 ოპერატიული - 8GB მყარი დისკი - SSD 256GB  | 
3 | 
| 
 პერსონალური კომპიუტერი პროცესორი - Intel Core i5 ოპერატიული - 8GB მყარი დისკი - SSD 256GB  | 
1 | 
| 
 პერსონალური კომპიუტერი პროცესორი - Intel Core i7 ოპერატიული - 8GB მყარი დისკი - SSD 256GB  | 
1 | 
| 
 ნოუთბუქი პროცესორი - intel Pentium / AMD ოპერატიული - 8GB მყარი დისკი - SSD 256 GB დიაგონალი - 15.6  | 
2 | 
| 
 პრინტერი მრავალფუნქციური : M28a HP Laserjet Pro MFP (ან მსგავსი)  | 
3 | 
| 
 მონიტორი: - დიაგონალი 21.5, VGA და HDMI პორტებით  | 
3 | 
| 
 მონიტორი: - Philips, დიაგონალი 27, VGA და HDMI პორტები  | 
4 | 
| 
 მონიტორი: - Philips, დიაგონალი 24, VGA და HDMI პორტები  | 
2 | 
| 
 მაუსი - სადენიანი  | 
6 | 
გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება.
მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2021 წლის 15 ნოემბრამდე 
სატენდერო პირობები: ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 - დანართი N2- ფასების ცხრილი
 - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
 - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
 - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი; 
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს; 
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს; 
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს; 
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება. 
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. 
ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია. 
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია; 
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის www.tenders.ge საშუალებით;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის, 10 ნოემბერი, 15:00 სთ;
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი;
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით: 
ლელა ტყეშელაშვილი 
მობ: +995 599 27 87 97
ელ. ფოსტა: ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები