ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2021, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T11005 - Upgrade Server Memory

ტენდერის აღწერილობა:

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი საქონელი დანართი 1 - ის შესაბამისად.

ინტერესის შემთხვევაში გთხოვთ 5.11.2021 -ის 17:00 საათამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება PDF-ფორმატში , ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ge_quotation@giz.de 

გთხოვთ შემოთავაზება მოგვაწოდოთ ინგლისურ ენაზე , ეროვნულ ვალუტაში. სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ–ს 168-ე მუხლის მე–4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, შემოთავაზებაში მიუთითოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • ელ. ფოსტის სათაურში: „Upgrade Server Memory“ და ტენდერის ნომერი: 91157031 
  • კომპანიის სახელი
  • საკონტაქტო პირის (სახელი და გვარი)
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);
  • მისამართი
    - პროგრამის ნომერი: 03.9207.6-001.00
    - ტენდერის ნომერი: 91157031

გთხოვთ შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერა.

შემოთავაზებაში მითითებული უნდა იყოს:

  • შეკვეთის შესრულების ვადები

  • შემოთავაზების მოქმედების ვადა

შეკითხვები პროცედურული თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა, შეკითხვების მოდულის გამოყენებით, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას.  

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.
შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დასრულდება 15.11.2021-სთვის. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიასთან.

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები

დოკუმენტაცია