ჩაბარების ვადა:

15 ნოემბერი 2021, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T11015 - ტენდერი რეზერვირების დისკური მოწყობილობების შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. ტენდერის ჩაბარების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ აცხადებს ტენდერს რეზერვირების დისკური მოწყობილობების შესყიდვაზე.

რაოდენობა და ზოგადი ტექნიკური პარამეტრები:

  • რაოდენობა: 1 ცალი;
  • ფორმ ფაქტორი: Rack-mount;
  • დისკები: არანაკლებ 7.2K rpm NL-SAS დისკი;
  • გამოყენებადი სივრცე: არანაკლებ 16TB (RAID-6 დაცვით) გაფართოებადი მინ. 30TB-მდე;
  • დაცვის ტექნოლოგია: RAID-6 + Hot Spare;
  • პროტოკოლების მხარდაჭერა: CIFS, NFS, Open Storage (OST);
  • ჩაწერის სიჩქარე: არანაკლებ 7 TB/საათში;
  • გარანტია: 3 წლიანი მხარდაჭერის სერვისით 24 სთ x 7 დღე.

დართულ ფაილში გთხოვთ იხილოთ:

  • ტექნიკური დავალება -Danarti-N1.pdf;

ტენდერშიმონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია და სხვა პირობები:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში ტექნიკურ დავალებაში ყველა პუნქტის გათვალისწინებით, დასაშვებია წინადადების წარმოდგენა სხვა ვალუტაშიც;
  • მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა (MAF);
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უნდა ჰქონდეს “რეზერვირების დისკური მოწყობილობის” მიმართულებით არანაკლებ ორი პროექტის შემოთავაზებული საქონლისა და მწარმოებლის ანალოგური ტექნოლოგიის გამოყენებით. გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს გაფორმებული ხელშეკრულების, შესაბამისი მიღება-ჩაბარებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სახით. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ წარმოადგინოს შესაბამისი SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრები, ამ შემთხვევაში ზემოდ აღნიშნული დოკუმეტაციის წარმოადგენა არ აროს სავალდებულო.
  • შემოთავაზებული სისტემის მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ერთი ან რამოდენიმე ინჟინრის (რომლებიც შეასრულებენ სისტემის ინსტალაციას) კვალიდიკაცის დამადასტურებული დოკუმენტაცია - სერტიფიკატების ასლები;
  • კომპანიის საკონტაქტო ინფორმაცია და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

წინადადების წარდგენის წესი:

  • წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 15 ნოემბრის 18:00 საათამდე;
  • კომერციული წინადადებისა და თანხლები დოკუმენტაციის ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ. თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18;
  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს როგორც პრეტენდენტის დასახელება და საკონტაქტო ნომერი ასევე ტენდერის დასახელება და ნომერი - 29/10-GIG-P/IT-21;

საკონტაქტო პირები სატენდერო დოკუმენტაციასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით:
დიმიტრი აგეკიანი
ელ.ფოსტა: dagekyan@gig.ge 
საკონტაქტო ნომერი: (598) 88-94-90

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
დათო კურდღელაიძე
საკონტაქტო ნომერი: (577) 61-34-29

ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით დასაშვებია მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაგზავნა ელექტრონული სახით ელ-ფოსტის მისამართზე: dagekyan@gig.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები