ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2021, 23:00

სტატუსი:

დასრულებული

T11022 - ტენდერი ქ. რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობაზე

ტენდერის აღწერილობა: 

ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ტენდერს ქ. რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობაზე.

  • მოთხოვნა სატენდერო წინადადებაზე: PR_00167389
  • სატენდერო წინადადებების გამოცხადების თარიღი: 2021 წლის 1 ნოემბერი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის  5 ნოემბერი
  • სატენდერო წინადადებების წარდგენის დახურვის დრო: 24:00

შემოთავაზების საგანი:

  • ქ. რუსთავში XI მკრ-ში დევნილთა განსახლების ობიექტის მიმდებარედ სკვერისა და გარე ფიტნეს ტრენაჟორების მოედნის მოწყობა.

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • ფას(ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ) მოთხოვნილი სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით ლოტების მიხედვით  თანდართული დოკუმენტების შესაბამისად.
  • დანართი A - დეტალური ბიუჯეტი ლარში პროექტების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული;
  • დანართი B - სამუშაოების შესრულების გრაფიკი პროექტების მიხედვით უნდა ასახავდეს სამუშაოების შესრულების განრიგს - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. კვირის რაოდენობების დამატება შესაძლებელია თქვენი შეხედულებისამებრ.
  • მომწოდებლის ქცევის კოდექსი ხელმოწერილი
  • მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა შევსებული და ხელმოწერილი

სატენდერო წინადადების წარდგენის ფორმა:

  • სატენდერო წინადადების ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში წარდგენის შემთხვევაში, სატენდერო მასალა ყველა თანდართული აუცილებელი დოკუმენტით უნდა წარმოადგინოთ დალუქულ კონვერტში და კონვერტზე მიუთითოთ ტენდერში მონაწილე კომპანიის სახელწოდება და შემოთავაზების ნომერი PR_00167389.
  • ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) გაგზავნის შემთხვევაში, კომპანიამ უნდა მიუთითოს შემოთავაზების ნომერი PR_00167389 ელექტრონული ფოსტის საგნის ველში.
  • კითხვები შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გაგზავნოთ თქვენი შეკითხვები შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: levan.khvichia@drc.ngo   არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა.

შეფასების კრიტერიუმი:

  • შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე
  • არასრულად შევსებული, ნაკლული (უნდა იყოს 5 დოკუმენტი) და დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება განხილული.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.tbs@drc.ngo  ან ლტოლვილთა დანიის საბჭოს ოფისში შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის 37დ, თბილისი, საქართველო, არა უგვიანეს 5 ნოემბერი 24:00 სთ-ისა.

ტენდერის კატეგორია:

  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები