ჩაბარების ვადა:

19 ნოემბერი 2021, 21:00

სტატუსი:

დასრულებული

T11047 - ტენდერს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე: სასმელი წყლის არტეზიული ჭის მოწყობა სოფელ ბირკიანში, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი

ტენდერის აღწერილობა:

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Action Against Hunger(AAH), წარმოადგენს საერთაშორისო ქსელის წევრ ორგანიზაციას და არის აპოლიტკური, არარელიგიური, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის შიმშილს და მის გამომწვევ მიზეზებს მსოფლიოს მასშტაბით. Action Against Hunger 1994 წლიდან მუშაობს სამხრეთ კავკასიაში და ანხორციელებს პროგრამებს სურსათის უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური და სოფლის განვითარების მიმართულებით.

ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილ პროექტის „ინკლუზიური დათანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში “ ფარგლებში Action Against Hunger - სამხრეთ კავკასიის მისია აცხადებს ტენდერს სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე: სასმელი წყლის არტეზიული ჭის მოწყობა სოფელი ბირკიანში, ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთი.

საინფორმაციო შეხვედა ჩატარდება:

  • 10 ნოემბერი, 11:00 საათი, ახმეტის ახალგაზრდული ჰაბი, რუსთაველის 3. ახმეტა, კახეთი.
  • საკონტაქტო ინფორმაცია: 558 37 57 58.

მომწოდებლების შერჩევის ძირითადი კრიტერიები იქნება:

  • კონკურენტული ფასი
  • სპეციფიკაციებსა და სტანდარტებთან თანხვედრა
  • ჩაბარების ვადები
  • მასალის ხარისხი
  • მასალების სანდო გზით მიწოდება
  • ხარისხის კონტროლის მეთოდები და პრაქტიკა
  • ფინანსური სტაბილურობა და კრედიტუნარიანობა
  • გადახდის პირობები/მოთხოვნები
  • დადასტურებული საქმიანობა და გამოცდილება
  • გარანტიის პირობები

Action Against Hunger არ არის ვალდებული შეარჩიოს ყველაზე იაფი შემოთავაზება.

დასრულებული შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 19.11.2021, 21:00 საათისა (თბილისის დროით) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ENPARD3_Procurements@sc.acfspain.org

ფინანსური შემოთავაზება არ უნდა შეიცავდეს დღგ-ს.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები

დოკუმენტაცია