ჩაბარების ვადა:

17 ნოემბერი 2021, 12:00

სტატუსი:

დასრულებული

T11053 - ტენდერი სილიკატის, ბოქსიტისა და გრანულირებული წიდის გადაზიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ აცხადებს ტენდერს სილიკატის, ბოქსიტისა და გრანულირებული წიდის გადაზიდვაზე: 

  • ფოთის პორტიდან ფოთის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნამდე
  • ფოთის ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნიდან, კასპის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნის მიმართულებით. 
  • ფოთის ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნიდან, რუსთავის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნის მიმართულებით. 

სავალდებულო მოთხოვნები: 

  • შემჭიდროვებული ვადებისა და ფოთის პორტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ 10 000 ტონიანი გემი მაქსიმუმ 5 დღეში დაცალოს.
  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფოთის პორტში, არსებული საბაჟო რეგულაციების გამო სატვირთო ავტომობილის მაქსიმალური დასატვირთი წონა იქნება 25 ტონა;
  • კომპანიის საკუთრებაში მყოფი ავტომობილები უნდა იყვნენ განბაჟებული და გაფორმებული, სხვა შემთხვევაში არ დაიშვებიან ფოთის პორტის ტერიტორიაზე.
  • სატვირთო ავტომობილები სავალდებულოა იმყოფებოდნენ ტენდერში მონაწილე კომპანიის საკუთრებაში და/ან სალიზინგო ხელშეკრულებით.  ლიზინიგის შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი კონტრაქტი (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • წარმოადგინეთ თქვენს საკუთრებაში მყოფი ავტომობილების (გამწევისა და მისაბმელის) ტექ.პასპორტები და ტექდათვალიერების აქტები. ასევე, ლიზინგის შემთხვევაში სალიზინგო ხელშეკრულება. (უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • სატვირთო ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ჯიპიეს მოწყობილობებით;
  • კომპანიას უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქმიანობის დამადასტურებელი მინიმუმ 2 წლიანი საბუთი. (შესაბამისი კონტრაქტი ან/და რეკომენდაცია უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1(ერთი) მილიონიანი წლიური საბანკო ბრუნვა. (შესაბამისი წერილი მომსახურე ბანკიდან უნდა აიტვირთოს პროგრამაში)
  • ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ იტოვებს უფლებას მოითხოვს, გემის დაცლის საბანკო გარანტია, რომელიც შესაძლებელია ამოქმედებულ იქნას კონტრაქტის პირობის დარღვევისას.

მოთხოვნები მძღოლის მიმართ:

  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სატვირთოს მართვაში;
  • სავალდებულო ინდ დაცვის გამოყენება კომპანიის ტერიტორიაზე: სპეც ფეხსაცმელები, მაღალი გარჩევადობის სპეც ტანსაცმელი, ჩაფხუტი, სპეც სათვალე

მოთხოვნები ა/ტრანსპორტის მიმართ:

  • ტექნიკური დათვალიერების მოქმედი საბუთი;
  • არ უნდა აღენიშნებოდეს სითხეების ჟონვა
  • გამართული საბურავები;
  • გამართული გვერდითი და წინა სარკეები
  • უკანა სვლის ხმოვანი სიგნალი
  • უსაფრთხოების ღვედი
  • უსაფრთხოების ბალიშები
  • ცეცხლმაქრი ა/ტრანსპორტში
  • პირველადი დახმარების სამედიცინო ყუთი ა/ტრანსპორტში
  • გამაფრთხილებელი სამკუთხედი
  • გამართული სიგნალი
  • გამართული განათება
  • გამართული მუხრუჭები.
  • გამართული თვითმცლელი სისტემა

აუცილებელი გამწევი იყოს 2003 წლის ზემოთ. 

მანქანა უნდა ირეცხებოდეს სისტემატიურად, მინიმუმ თვეში 3ჯერ.

მანქანა უნდა იყოს ვიზუალურად მოწესრიგებულ მდგომარეობაში 

  • წარმოადგინეთ მძღოლების შესაბამისი მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტები (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • წარმოადგინეთ სატვირთო თვითმცლელის მინიმუმ 2 ფოტოსურათი, სადაც გამწევი და მისაბმელი მკაფიოდ ჩანს (უნდა აიტვირთოს პროგრამაში).
  • აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით და შპს ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შიდა პროცედურებით გათვალისწინებული ყველა კანონი, რეგულაცია და პროცედურა ნედლეულის გადაზიდვასა და გარემოზე ზემოქმედებასთან მიმართებაში. 

კომერციული ნაწილი:

  • გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ მთელი მომავალი 1 წლის განმავლობაში ელოდება ნედლეულით დატვირთული 5 გემის შემოსვლას, თითოს მოცულობა დაახ. 10-12 ათასი ტონა. რომლის დაცლაც და პორტიდან, ფოთის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ფოთის ქარხანაში გადატანა, პორტის მოთხოვნის შესაბამისად უნდა მოხდეს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაახ. 4-5 დღეში. ამის შემდეგ მოხდება ფოთის ,,ჰაიდლბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნიდან კასპისა და რუსთავის ,,ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ ქარხნების მიმართულებით გადმოზიდვა. 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი ფასი:

  • ფოთი პორტი-ფოთის რეისზე 1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
  • ფოთი-კასპის რეისზე 1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).
  • ფოთი-რუსთავის რეისზე 1 ტონა ნედლეულის გადაზიდვაზე. (ფასი უნდა იყოს დღგ-ს გარეშე).

ტენდერი სრულდება 17 ნოემბერს დღის 12:00 საათზე.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ვებ საიტზე: https://easysupply.bravosolution.com/ რეგისტრაციის შემდეგ თქვენი კომპანიის მონაცემები გთხოვთ გადაგზავნოთ ამ ელექტრონულ ფოსტაზე: George.lobjanidze@heidelbergcement.ge, ამის შემდეგ მოხდება თქვენი მოწვევა/დამატება ტენდერზე, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი შეთავაზების დაფიქსირებას. ვინც უკვე დარეგისტრირებულია გთხოვთ, მოიწეროთ რომ სურვილი გაქვთ ტენდერში მონაწილეობის მიღების.  

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნულ ტენდერზე კომუნიკაცია მოხდება მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

ტენდერის კატეგორია:

  • 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები